სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰოლანდიელმა ტელეწამყვანებმა ერთმანეთის შემწვარი ხორცი პირდაპირ ეთერში გასინჯეს

ჰოლანდიური ტელეშოუს „საცდელი გოჭების“ წამყვანებმა დენის სტორმა და ვალერიო ზენომ პირდაპირ ეთერში ერთმანეთის ხორცი დააგემოვნეს.

გადაცემის დასაწყისში ორივეს ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგებმა სტორმს დუნდულიდან, ზენოს კი მუცლიდან მოაჭრეს პატარა ხორცი. ამის შემდეგ კულინარმა მიღებული „ნაჭრები“ საგულდაგულოდ შეწვა და წამყვანებს მიართვა.

სტორმისა და ზენოს თქმით, ადამიანის ხორცი განსაკუთრებული გემოთი არ გამოირჩევა. მიუხედავად ამ ნებაყოფლობითი ექსპერიმენტისა, წამყავნებსა და ქირურგებს შესაძლოა პრობლემები შეექმნათ, რადგან ჰოლანდიური კანონმდებლობა სამედიცინო აუცილებლობის გარეშე ადამიანის სხეულიდან რომელიმე ნაწილის მოკვეთას კრძალავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100