სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეზონანსული საქმე: თეატრში, როიალზე გაუპატიურებული ოფელიას გამო იჩივლეს

დღეს სიქტივკარში ერთობ უჩვეულო საქმის სასამართლო მოსმენა დაიწყო: სასამართლოს სხდომაზე კომის საზოგადოებრივი პალატის წევრის ალექსანდრე შიგოლევის სარჩელი განიხილეს, რომელიც მართლმსაჯულებას წარუდგა, როგორც ქალაქის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი მორიგი პრემიერის მაყურებელი.

შიგოლევი აღშფოთებულია, რადგან თეატრმა წინასწარ არ იზრუნა, მაყურებელს სცოდნოდა, რომ „ჰამლეტის“ წარმოდგენა სცენაზე არა კლასიკური, არამედ გათანამედროვებული იქნებოდა. შიგოლევის თქმით, მან „დიდი მორალური ზარალი“ განიცადა თეატრში წარმოდგენილი ეპიზოდის გამო, სადაც ასახული იყო როიალზე ოფელიას გაუპატიურების სცენა.

საზოგადოებრივი პალატის წევრმა თეატრზე შურისძიება იმით გადაწყვიტა, რომ ადმინისტრაციისგან ბილეთისთვის დახარჯული 800 რუბლის დაბრუნებას, დამატებით კი 10 ათას რუბლს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ითხოვს.

„სარჩელი იმიტომ კი არ შემაქვს, რომ ან რეჟისორის გადაწყვეტა, ან მსახიობების თამაში არ მომეწონა, არამედ იმიტომ, რომ წინასწარ არ ვიცოდი, რა უნდა მენახა“, – ამბობს მოსარჩელე.

ამასთან, შიგოლევმა რეჟისორს მაინც მისცა რამდენიმე შენიშვნა: „ძალიან არ მომეწონა ჰამლეტისა და ოფელიას სექსის სცენა როიალზე. ეს სცენა ისტორიულ სინამდვილესთანაც წინააღმდეგობაშია: თუ რეჟისორს მიაჩნია, რომ ჰამლეტს ოფელიასთან სექსი ჰქონდა ისეთ ადგილებში, სადაც ეს არ არის გათვალისწინებული, ასეთი ადგილი ვერანაირად ვერ იქნებოდა როიალი“, – დააკონკრეტა მან.

ყველაზე საინტერესო დეტალი ამ საქმეში კი ის გახლავთ, რომ მანამ, სანამ საქმის განხილვაში მიღება–არმიღების საკითხს გადაწყვეტენ, მოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ სპექტაკლი თავად ნახონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100