სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 დაკავებულიდან ერთი რუსეთის მოქალაქეა

რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 დაკავებულიდან ერთი რუსეთის მოქალაქეა - შოთა თუთბერიძემ ცოტა ხნის წინ მოინახულა მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

ადვოკატის თქმით, რუსეთის მოქალაქეს აქციაზე კამერის დაზიანებას ედავებიან.

დაკავებული რუსეთის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს.

რუსეთის მოქალაქე გამოძიება ედავება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულსიხმობს ქონებსი დაზიანბეას, კამერაზეა საუაბრია, როგორც ამბობენ, ის ურტყამდა კამერას, თუმცა ჩვენ საქმის მტკიცებულებები ჩვენ არ გადმოგვცემია, ამიტომ მათზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არის პროტესტის დასჯის და პროტესტის ჩახშობის მცდელობა. ის დუმილის უფლებას იყენებს", - ამბობს ადვოკატი შოტა თუთბერიძე.

ექვსი დაკავებულიდან სამს ბრალი უკვე წარუდგინეს. გამომძიებლებმა სულ რამდენიმე წუთის წინ წაუკითხეს ბრალის დადგენილენა ვაჟა დურგლიშვილს, რომელსაც გამოძიება სუს-ის შენობაზე, სათალთვალო კამერების დაზიანებას ედავება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100