ვანო მერაბიშვილი: ქურციკიძე ზარებს ცხინვალელი ქალის ნომრიდან ახორციელებდა
შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, სატელეფონო ნომერი, რომლიდანაც ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე ზარებს ახორციელებდა, ცხინვალში მცხოვრებ ქალბატონს ეკუთვნოდა.
ამის შესახებ მერაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ "პირWელს" მედია-ექსპერტმა ია ანთაძემ განუცხადა.
"შინაგან საქმეთა მინისტრს მაგიდაზე სატელეფონო ზარების ამონაწერი ედო. ჩვენ მოვითხოვეთ, ეს სატელეფონო ნომერი ჩვენთვის ეთქვათ, მაგრამ ამაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, ჩვენ ამ ამონაწერის გადამოწმების საშუალება არ მოგვეცა და არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება გვინახავს, რომ ნომერი, რომლიდანაც ზურაბ ქურციკიძე ზარებს ახორციელებდა, 2004 წელს ცხინვალში მცხოვრებ ქალბატონს ეკუთვნოდა", - განუცხადა "პირWელს" ანთაძემ.
კომენტარი