სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში უსახლკარო მამაკაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, რადგან ის ღამეს მანქანაში ათევდა

მოქალაქე გივი ტურაშვილი ამბობს, რომ ბათუმში, პოლიციამ მაშინ დააჯარიმა, როცა ის ღამეს მანქანაში ათევდა.

ტურაშვილი აცხადებს, რომ ის უსახლკაროა და ნაქირავები ავტომობილით ტაქსაობს და ღამესაც მანქანაში ათევს.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა გვიან ღამით განყოფილებაში ძალის გამოყენებით წაიყვანეს და ალკოტესტის იძულებით აღების შემდეგ, 3000 ლარით დააჯარიმეს. მძღოლს 6 თვით მართვის მოწმობაც ჩამოართვეს.

"ძალიას გამ,ოყენებით გამომართვეს გასაღები, და მართვის მოწმობა ჩამიმართვეს. მანქანა სხვისი საკუთრებაა და ახლა საჯარიმოზეა. 3000 ლარიან ჯარიმას ვერ გადავიხდი. დღეს ისევ დამიჭერენ, რადგან წასასვლელი არსად მაქვს, ვითხოვ თავშესაფარს"- აცხადებს მამაკაცი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100