სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის უფროსი: კაზრეთელი მუშები უმუშევრები არ დარჩებიან

საქართველოს მთავრობა კაზრეთელი მუშების და დაბა კაზრეთის მოსახლეობის მოთხოვნებს საფუძვლიანად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კომპანიაში დასაქმებულ პირებთან და კაზრეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებმაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

მაია ცქიტიშვილი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს პირადად გაეცნო და RMG GOLD-ის თანამშრომელთა პოზიცია მოისმინა.

მათი ინფორმაციით, სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. ადგილობრივებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მხარდაჭერა სთხოვეს და განაცხადეს, რომ შექმნილ პოლიტიკურ ფონს მათი ოჯახების საარსებო წყარო არ უნდა შეეწიროს.

„ჩვენ ამ საკითხს უფრო დეტალურად გავეცნობით. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიისთვის სამუშაოების წარმოების უფლების გახანგრძლივებას ითხოვს, რაც მთავრობის გადასაწყვეტია. მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა იმ მხარის პოზიციას, რომელიც ამ საკითხის გარშემო მსჯელობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე დაბა კაზრეთში არსებული პრობლემები განიხილეს და მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღეს დაპირება, რომ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებულ დასაქმების პრობლემებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნობა.

კაზრეთის მუშებმა სპეციალური პეტიციაც შეიტანეს პრემიერის სახელზე, დაბაში არსებული პრობლემების გადაჭრას და გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

"ჩვენ ამ საკითხს უფრო დეტალურად გავეცნობით. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიისთვის სამუშაოების წარმოების უფლების გახანგრძლივებას ითხოვს, რაც მთავრობის გადასაწყვეტია. მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა იმ მხარის პოზიციას, რომელიც ამ საკითხის გარშემო მსჯელობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100