სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

flydubai უკვე ბიზნეს–კლასის ფრენებს ახორციელებს

flydubai-ს ხომალდმა პირველი ბიზნე-კლასის ფრენა განახორციელა. ავიაკომპანიამ ახალი მომსახურების დაწყების თაობაზე ჯერ კიდევ ივნისში დაანონსა, რომლის დამატებაც კომპანიამ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა.

მგზავრები, რომლებიც კიევიდან რეისით FZ792 მგზავრობდნენ, პირველები იყვნენ ვინც თავად გამოსცადა ახალი პროდუქტის შეთავაზება.

ამიერიდან flydubai-ს მგზავრებს უკვე თავად შეუძიათ გამოსცადონ ბიზნეს-კლასის მრავალფეროვანი მომსახურება. მათ შორის სპეციალურ ბიზნეს გუნდის სერვისი, მომსახურების უპირატესობა და უსწრაფესი საემიგრაციო სამსახური.

ბიზნეს-კლასის კაბინა მოიცავს 12 სპეციალურ სკამებს, რომელიც იტალიური ტყავისგანაა დამზადებული და რომელის ზომაც 42 ინჩია; რევოლუციური საჰაერო გასართობი სისტემა კი სენსორული ეკრანის მეშვეობით 1300 საათიან უწყვეტ გასართობ პროგრამას სთავაზობს მგზავრებს. ბიზნეს-კლასის მგავრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ პერსონალური სერვისით და დააგემოვნონ საერთაშორისო მენიუ, რომელსაც flydubai-ს მაღალპროფესიონალი გუნდი შესთავაზებს.

პირველი ბიზნეს-კლასიანი ხომალდი ავიაკომპანიამ აგვისტოში მიიღო და მას შემდეგ სპეციალურ წვრთნებს გადიოდა და სპეციალურ ფოკუს ჯგუფებთან მუშაობით ხვეწავდა ბიზნეს-კლასის შეთავაზებას.

ახალი სერვისის კომენტარებისას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მას შემდეგ რაც ჩვენ დავუკავშირდით ფართო ფოკუს ჯგუფებს და შევისწავლეთ მათი დამოკიდებულება, გადავწყივეთ მათი სურვილის გათვალისწინებით დაგვემატებინა ბიზნეს-კლასის სერვისი. მგზავრებმა ვინც უკვე აირჩია ახალი სერვისი თავად გამოსცადეს: ახალი კაბინის განლაგება და უპორატესობები, მრავაფეროვანი მენიუ და პრემიუმ ხარისხის მომსახურება ფრენისას. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩამოთვლილი სერვისი ყველა მიმართულებით დავამატოთ, როგორც კი მეტ ბიზნეს-კლასით აღჭურვილ ხომალდს დავამატებთ ავიაპარკს. ამ ეტაპზე flydubai-ს ქსელი მოიცავს 65-ზე მეტ მიმართულებას 34 ქვეყანაში, უმრავლესობა ამ მიმართულებით მანამდე არცერთი ავიაკომპანია არ ახორციელებდა ბიზნეს-კლასის ფრენებს და ჩვენ ამ მხრივაც პიონერები ვართ.

მას შემდეგ, რაც დავიწყეთ ბიზნეს-კლასის განვითარება, აქცენტი გავაკეთეთ მოგზაურობის თითოეულ დეტალზე, გავხადეთ ის უფრო მეტად მოსახერხებელი, კომფორტული და სასიამოვნო. ამავდროულად ჩვენს მთავარ მიზანად კვლავაც რჩება ერთმანეთს დავუკავშიროთ სხვადსხვა ბაზრები და მიმართულებები" - განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.

ეტაპობრივად flydubai ბიზნეს-კლასს ქსელის ყველა მიმართულებით დაამატებს. ბიზნეს-კლასით აღჭურვილ ახალ ხომალდებს კომპანია უკვე წლის ბოლომდე მიიღებს.

flydubai-ს მიზანია საკუთარი მგზავრებისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადოს, რასაც ხელს უწყობს გამარტივებული სავიზო მომსახურება, მეგობრული მობილური ვებგვერდი, მანქანის დაქირავებისა და დაზღვევის მომსახურება. კომპანიის ერთ-ერთი ბოლო მომსახურება კი სრულ დასასვენებელი პაკეტის შეთავაზებასაც გულისხმობს.

ბიზნეს-კლასის მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდის www.flydubai.com/en/business/ ან ცხელი ხაზის მეშვეობით (+971 04 231 1000). ბიზნეს გუნდთან დაკავშირება კი ელ ფოსტისთაც [email protected] ადვილად ხელმისაწვდომია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100