როცა ქალს სექსი არ სურს
თავისმართლების ტექნოლოგიები, რომლის საფუძველზეც, ქალი პარტნიორს ინტიმურ ურთიერთობაზე უარს ეუბნება.
ძალიან დაღლილი ვარ... რა თქმა უნდა, ნორმალურია სექსუალური კავშირისგან თავის არიდება მაშინ, როცა თქვენი სურვილი მხოლოდ ბალიშამდე მიღწევა და კარგად გამოძინებაა. თუმცა, შეიძლება ამ მიზეზისგან გაქცევაც. სექსოლოგები საზოგადოებას ურჩევენ, რომ დაძაბული დღის განმავლობაში, აუცილებლად გამოყონ რამდენიმე წუთი ან თუნდაც ერთი საათი კარგად დასასვენებლად. შესვენების მანძილზე კი, საშუალება მიეცით თქვენს გონებას, სექსუალურ ფანტაზიებში გადაეშვას. ხოლო შინ, ზღურბლს როგორც კი გადააბიჯებთ, თქვენი საყვარელი ადამიანი მხურვალე კოცნით დააჯილდოვეთ. ამის შემდეგ, თქვენ თავს ნაკლებად დაღლილად იგრძნობთ და ფსიქოლოგიურადაც მოემზადებით მოსალოდნელი სექსუალური აქტისათვის.
არ მაქვს დრო... „კიდევ იმდენი საქმეა გასაკეთებელი!“ – ვეუბნებით ქალბატონები საყვარელ ადამიანს. და საერთოდ არ გვაქვს დრო სექსუალური აქტისთვის. მაგრამ შეესებამება თუ არა ეს სიმართლეს? ყველაფერი, რაც საჭიროა, ხომ მხოლოდ რამდენიმე წუთია? ამ წუთების გამოყოფა კი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ყველაზე გადატვირთული გრაფიკის დროსაც კი. საიდუმლო კი, რაც არ უნდა საწყენი იყოს, პრიორიტეტების სწორად გადანაწილებაში მდგომარეობს. თუ ინტიმური კავშირი არა პირველ ადგილზე, არამედ საკმაოდ მოშორებით დგას წყვილის ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, მასზე უარის სათქმელად დრო ყოველთვის მოიძებნება. არასწორია ისე აზროვნება, რომ თითქოს სექსი აუცილებლად უნდა იყოს სპონტანური და ტრადიციული. აუცილებლად გამოყავით რამდენიმე წუთი საკუთარი და საყვარელი ადამიანის სიამოვნებისთვის.
მე არ მომწონს ჩემი სხეული... ეს მიზეზი ყოვლად გაუმართლებელია, რატომ არ უნდა მოსწონდეს ქალს საკუთარი სხეული სწორედ მაშინ, როცა მის პარტნიორს მასთან ინტიმური ურთიერთობა სურს? საყვარელ ადამიანთან სიახლოვე დაგეხმარებათ კომპლექსებისა და თვითკრიტიკის დაძლევაში. ასეთ სიტუაციაში, სექსოლოგები ქალბატონებს ურჩევენ, გამოეწყონ სექსუალურ თეთრეულში და თავად აქტის დროს, კონცენტრირება შინაგან სიამოვნებაზე მოახდინონ და არა იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან.
საყვარელო, სერიალს ვუყურებ... ყალიბდება ისეთი შეხედულება, თითქოს სატელევიზიო გადაცემები იმისთვისაა შექმნილი, რომ ოჯახში მგზნებარე ურთიერთობები ჩაახშოს. გამოუტყდით საკუთარ თავს: ეს უბრალოდ რიგითი თავისმართლებაა. არ არსებობს არცერთი ფილმი ან სერიალი, რომელიც პარტნიორთან ურთიერთობის გასაფუჭებლად ღირს!
თავი მტკივა... ეს არის ყველაზე აქტუალური „პრობლემა“, რომლის ფონზეც, ქალი მამაკაცს ინტიმურ ურთიერთობაზე უარს ეუბნება. თუ მიზეზი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ თქვენ ტკივილგამაყუჩებელი უნდა მიიღოთ. ან უბრალოდ, დაჰყვეთ პარტიორის სურვილს და სექსუალური ურთიერთობა დაგეხმარებათ თავის ტკივილის მოხსნაში. ასე რომ, სხვა დროს, როცა თავის ტკივილი შეგაწუხებთ, შეგიძლიათ თავად შესთავაზოთ მამაკაცს ინტიმური ურთიერთობა. მაგრამ თუ თავის ტკივილი უბრალო ტყულია იმისათვის რომ სექსუალურ ურთიერთობას გაექცეთ, მაშინ აუცილებლად გჭირდებათ მკურნალობა, ოღონდ ამჯერად ფსიქოლოგთან კონსულტაციების საშუალებით.
არ მაქვს სურვილი... ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში: ქალბატონების უმრავლესობა არ არის მზად კვირაში 7 დღე, 24 საათის მანძილზე დაკავდეს ინტიმური ურთიერთობებით. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს სასურველი მიზნის მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლია, ქალს ამისთვის გარკვეული მომზადება სჭირდება. მამაკაცმა კი ქალს ამის საშუალება უნდა მისცეს და უხასიათობის შემთხვევაში, უნდა ეცადოს პარტნიორს შესაბამისი განწყობა შეუქმნას.
კომენტარი