ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო
Bloomberg-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა, შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო.
როგორც მედია ივანიშვილის სპიკერზე დაყრდნობით წერს, ოლიგარქი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
გამოცემა წერს, რომ UBS Group AG-მა, რომელმაც Credit Suisse შეისყიდა, მისგან მემკვიდრეობით მიღებული ერთ-ერთი იურიდიული დავა მოიგო.
გამოძიებამ Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულებები ვერ დაინახა და ამ დროისთვის საქმე დახურულია.
ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, ბრალად ხელმოწერებისა და კლიენტის ანგარიშის გამოწერების გაყალბება და ამის საფუძველზე ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა ედებოდა. ივანიშვილის ბანკირმა თაღლითობა 2015 წელს აღიარა. 2018 წელს მას 5-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, 2020 წელს კი მან თავი მოიკლა.
კომენტარი