აიმი კობაიაში, რომელმაც 4 წლის ასაკიდან დაიპყრო იაპონია და მსოფლიო (ვიდეო)
ის წელს 17 წლისა გახდება, მაგრამ სრულიად იაპონია და მსოფლიო მუსიკალური საზოგადოება 4 წლის ასაკიდან იცნობს და აღმერთებს.
აიმი კობაიაში 1995 წლის 23 სექტემბერს დაიბადა. პიანინოზე სამი წლის ასაკიდან უკრავდა და 2001 წლიდან დაწყებული, 4 წლის განმავლობაში ზედიზედ იმარჯვებდა ყველაზე პრესტიჟულ მსოფლიო კონკურსზე ფოპრტეპიანოზე დაკვრაში – The PTNA Piano Competition. 2003–2004 წლებში მან მოიპოვა იაპონიის ნაციონალური პრემია მცირე და საშუალო ასაკის ბავშვებს შორის.
7 წლიდან აიმი ორკესტრთან ერთად უკრავს, 9 წლიდან კი ის საერთაშორისო არენაზე გამოსვლას იწყებს. 2005 წელს ჰქონდა კონცერტები პარიზსა და ნიუ–იორკში.
აიმი პატარა სოფელში ცხოვრობს, მის მშობლებს მუსიკასთან შეხება არასდროს ჰქონიათ და შეიძლება ითქვას, მაინცდამაინც დიდი წვლილიც არ მიუძღვით აიმის მუსიკალურ აღზრდაში. აიმის პედაგოგი ამბობს, რომ მას არ უყვარს მეცადინეობა და ყოველდღიურ სავარჯიშოებს სულ რაღაც ნახევარ საათს ანდომებს, მაგრამ კვირაში ერთხელ ის ტოკიოში, საყვარელ პედაგოგთან იუკო ნინომიასთან მიფრინავს და გამოსასვლელ დღეებში ინსტრუმენტს არ სცილდება.
ბოლო დროს ახალი გასტროლებისა და წარმატებების სესახებ ინფორმაცია საკმაოდ იშვიათად ვრცელდება. შესაძლებელია, ამაში „დამნაშავე“ აიმის გარდატეხის ასაკი იყო. სტატიას თან ერთვის კომპოზიციის ამსახველი ვიდეო, რომელიც აიმი კობაიაშიმ 4 წლის ასაკში შეასრულა.
კომენტარი