გოგო, რომელიც პეკინის ქუჩაზე ხანძარმოკიდებული კორპუსიდან შიშის გამო გადახტა, გარდაიცვალა
ახალგაზრდა გოგო, რომელიც თბილისში, პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს ბინიდან გადახტა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლიკაში იყო მოთავსებული. გოგო შენობიდან გადმოხტომის მიზეზი, სავარაუდოდ შიშის ფაქტორი გახდა.
თბილისში, პეკინის 41-ე ნომერში დევნილების ე.წ. საერთო საცხოვრებელში ძლიერი ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.
კომენტარი