“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – „სოკარის“ მხარდაჭერით შშმ პირებმა წყლის ეტლი-თხილამურით ისრიალეს
კომპანია „სოკარი“ განაგრძობს შშმ პირთათვის სპორტული პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მხარდაჭერას. ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით, „სოკარისა“ და „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით, თბილისის ზღვის კლუბში წყლის ეტლი-თხილამურის აქტივობა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თორმეტმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, ვეტერანმა და პარასპორტსმენმა. ღონისძიების მასპინძელი კი კვლავ ლუდსახარში „ზედაზენი“ იყო.
ეტლი-თხილამურის კონსტრუქცია პირველმა ქართველმა პარასპორტსმენმა
გოგა კოხრეიძემ საკუთარი ხელით შექმნა და სპორტის ამ სახეობაში საკუთარი ძალები ჯარისკაცებმა
პირველად გამოსცადეს. მათი თქმით, აქტივობა წარმატებული და აზარტული აღმოჩნდა და მიუხედავად
სირთულეებისა, მონაწილეებს დაუვიწყარი ემოციები დაუტოვა.
მომავალ წელს აღნიშნული კონსტრუქციის მიხედვით დამზადდება
უფრო მსუბუქი ორი ეტლი-თხილამური, რომლითაც სარგებლობა ყველა შშმ პირს შეეძლება. სამომავლოდ,
ღონისძიების ორგანიზატორები სპორტის ამ სახეობაში ტურნირის ჩატარებასა და მონაწილეთა
რაოდენობის ზრდასაც გეგმავენ.
კომენტარი