სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ ჯგალში ორი ადამიანი ემსხვერპლა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.

ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომანქანის მძღოლი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100