სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სომხების რუსეთში ემიგრაციას ,,ფეისბუქზე“ ომი გამოუცხადეს

სომხეთის ინტერნეტ–მომხმარებლებმა თანამოძმეების რუსეთში ემიგრაციას ომი გამოუცხადეს. სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით: ,,მოვითხოვთ დაიკეტოს რუსული მიგრაციული ოფისები სომხეთში.“ აღნიშნულ ჯგუფში წერია, რომ ,,სომხები უნდა დარჩნენ, იცხოვრონ და იმუშაონ სომხეთში. თქვენ ჩვენ გვჭირდებით.“

აღნიშნული ჯგუფის შემქმნელია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევევის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი არტურ კაზინიანი.

სომხური გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში კაზინიანმა აღნიშნა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძვის, უბრალოდ, სომხეთის სტაბილური განვითარება სურს.

,,ჩემს მიერ შექმნილი ჯგუფი ,,ფეისბუქზე,“ მიზნად არ ისახავს რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლას. რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, მინდა სომხების ამ ქვეყანაში მიგრაცია შეწყდეს და ჩვენი ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ერთ დროს რუსეთის პილიტიკურ წრეებში არსებობდა ლოზუნგი ,,სომხეთი სომხების გარეშე.“ იმედი მაქვს, რომ თანამედროვე რუსეთში ასე არ ფიქრობენ.“– განაცხადა არტურ კაზინიანმა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯგუფის წევრები 1990–2000 წლებში სომხების აშშ–სა და ევროპაში განხორციელებულ მასობრივ მიგრაციას არ აპროტესტებენ, ისინი მხოლოდ თანამემამულეების რუსეთში მიგრაციას წინააღმდეგ გამოდიან.

აღნიშნული ჯგუფის ანოტაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სახელმწიფო პროგრამა ,,განსახლების“ ფარგლებში, შირაქის რეგიონიდან რუსეთის ტერიტორიაზე 600 სომხური ოჯახი გადავიდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, 2009 წელს რუსეთის მოქალაქეობა 54.800 სომეხმა მიიღო. 2001 წლიდან 2009 წლამდე რუსეთის მოქალაქე კი 272.000 სომეხი გახდა.

,,ფესიბუქის“ ჯგუფის შემქმნელისა და მისი წევრების აზრით, თუ სომხების მიგრაცია კიდევ გაგრძელდება, მაშინ სომხეთში სომეხი აღარ დარჩება და ახდება რუსი პოლიტიკოსების ოცნება: ,,სომხეთი სომხების გარეშე.“

სომხურმა გაზეთმა ,,ირაქირმა“ კვლევა ჩაატარა. კვლევამ გამოავლინა, ყოველწლიურად სომხეთს 27–29 ათასი სომეხი ტოვებს, მათი უმრავლესობა კი საცხოვრებლად რუსეთში გადადის. გაზეთის რედაქტორის თქმით, ეს არის რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც სომხეთის წინააღმდეგაა მიმართული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100