„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინა საარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გამართა.
გრიგოლ ლილუაშვილი–„ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლება იქნება პირველი, რომელიც საქართველოს ლონდონის მუზეუმში დაცულ საგანძურს დაუბრუნებს“
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინა საარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გამართა.
კანდიდატმა შეხვედრებზე დეტალურად მოისმინა ის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩეველს ის სამომავლო გეგმები გააცნო რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისთვის აქვს დაგეგმილი.
–”ქართული ოცნების ხელისუფლება ბიუჯეტის 26% სოციალურ პროექტებზე ხარჯავს, ეს არის ჰუმანური მთავრობის მიერ გადადგმული ჰუმანური ნაბიჯი, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება. სწორედ ქართული ოცნება იქნება ის პირველი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ლონდონის მუზეუმში დაცულ საგანძურს დაუბრუნებს და ვანის მუზეუმში განათავსებს. ხალხზე ორიენტირებული მმართველობით კი შევძლებთ მყარი და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ“ –განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ვანის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე.
(R)
კომენტარი