სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცეცხლს ეთამაშებით! არარაობები ხართ - ვლადიმერ ბედუკაძე პოლიტიკურ პარტიებს აფრთხილებს

მინდა გავაფრთხილო ”რესპუბლიკური პარტია”, მინდა გავაფრთხილო სხვა პარტიები - ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო!, - ასე უპასუხა პარტია ”ცენტრისტების” წარმომადგენელმა ლადო ბედუკაძემ კრიტიკას, რომელიც პარტიის საარჩევნო რეკლამას მოჰყვა.
ამ თემაზე კომენტარი ბედუკაძემ ტელეკომპანია ”პირველთან” გააკეთა.

”თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები, თქვენ ხართ სამშობლოს მტრები, სულ ყველა. ერთადერთი ადამიანი ვის შეხედულებას, ვის პოზიციასაც მე გავიზიარებ, ეს ბიძინა ივანიშვილი იქნება. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მე დავეკითხები, ეს იქნება უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია მეორე. დანარჩენი არარაობები ხართ, ჩარეცხილი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ!”, - განაცხადა ბედუკძემ.

ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას დაპირდა. აღნიშნული საარჩევნო კლიპი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100