მოშუშული ხორცი ინდურად
მასალა:
500 გრამი წვრილად დაჭრილი ძროხის ან ცხვრის ხორცი
1 თავი დიდი ზომის ხახვი
2 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი ფხვნილი "კერი" (შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა სანელებლები)
მჟავე რძე ან იოგურტი (მაწონი)
მარილი
1-2 სუფრის კოვზი ცხიმი
1-2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი შევბრაწოთ ცხიმში მოყავისფრო ფერის მიღებამდე, დავამატოთ ფხვნილი "კერი", იოგურტი და ვშუშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ ტომატ-პასტა, ბოლოს დავამატოთ ხორცი და მჟავე რძე, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ.
კომენტარი