იმედის ხელმძღვანელობას თანამდებობები დაატოვებინეს - რა ხდება იმედში?
გავრცელებული ინფორმაციით ტელე "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ბაია ცანავამ, გენერალურმა დირექტორმა რევაზ საყევარიშვილმა, გენერალურმა პროდუსერმა გიორგი ბახტაძემ პოსტი დატოვეს.
გავრცელებული ინფრომაციით მათი ამ თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება დამფუძნებლებმა მიიღეს და სამივე მათგანი სავარაუდოდ სამეთვალყურეო საბჭოში განაგრძობს მუშაობას. წყაროს თქმით, მათი განთავისუფლება არჩევნების დღეს და ეგზიტპოლების გამოქვეყნებას უკავშირდება
გავრცელებული ინფორმაციით ტელე „იმედის“ გენერალურმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჟურნალისტი ზვიად ქორიძე დაინიშნა .
კომენტარი