სერგეი ლავროვი: ქართველ მოსწავლეებს ჩასჩიჩინებენ, რომ რუსეთი მტერია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ქართველი ერის მტრად წარმოჩენას აგრძელებს".
როგორც ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "მოსკოვი შეშფოთებულია ქართული მხარის მიერ რუსეთის ქართველი ერის მტრად წარმოჩენის ტენდენციით".
"არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს იმ ხაზის გაგრძელება, რომ რუსეთს ქართველი ერის მტრის ხატად წარმოაჩენენ, ახალგაზრდა ქართველებს ამით კვებავენ და მრავალი წლის განმვლობაში მტრობას თესენ", - განაცხადა ლავროვმა.
ამ კონტექსტში მან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაიხსენა, რომელშიც მან გეორგიევსკის ტრაქტატს "რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირველი შემთხვევა" უწოდა.
"დასაწყისში გამეცინა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ, როგორც ჩანს, ქართველ ბავშვებს სკოლებში ამას ასწავლიან. საშინელებაა, როდესაც ერთობლივი ისტორიის ის ნაწილი, როდესაც საქართველომ რუსეთის სახით მფარველი იპოვა და აგრესიული მეზობლებისგან იხსნა, წარმოდგენილია, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია", - დასძინა ლავროვმა.
კომენტარი