სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთრინ ეშტონი: "ანდრეი ტიშკევიჩს ყველა ის უნარ-ჩვევა და გამოცდილება აქვს, რომელიც საქართველოში მონიტორინგის მისიის წარმატებას უზრუნველყოფს"

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საკითხებში ქეთრინ ეშტონის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალ ხელმძღვანელ ანდრეი ტიშკევიჩს "ყველა ის აუცილებელი უნარ-ჩვევა და გამოცდილება აქვს, რომელიც მონიტორინგის მისიის წარმატების გარანტია".

“დარწმუნებული ვარ, თიშკევიჩი საქართველოსა და მთელს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებას, ასევე 2008 წლის კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას მოახერხებს," - ნათქვამია ეშტონის განცხადებაში.

ცნობისათვის, ტიშკევიჩი 2003 წელს ერაყში პოლონური ჯარის მეთაური იყო, ამის შემდეგ კი ბოსნიაში თავისი ქვეყნის დიპლომატიურ მისიას ჩაუდგა სათავეში.

როგორც "პირWელს" ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში განუცხადეს, პოლონელი გენერალი და დიპლომატი ტიშკევიჩი საქართველოში მუშაობას ივლისის ბოლოს შეუდგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100