ქეთი ბოჭორიშვილი: “ხუდონჰესის აშენება მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოებისთვის და ბიზნესის განვითარებისთვის”
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება, როგორიც ხუდონჰესია.
,,ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ეკონომიკას განავითარებს, არამედ იმიტომ რომ ეს ეხება ქვეყნის ენეგოუსაფრთხოებას. ამ პროექტით დაცული იქნება არა მარტო ენერგოუსაფრთხოება, არამედ საშუალებას მოგცემს გაგვიჩნდეს ექსპორტის საშუალებაც. ამგვარი მსხვილი პროექტები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის და ელექტროენერგიის ტარიფის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესი მდინარე ენგურზე შენდება. ჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მეგავატი იქნება და მის ასაშენებლად ინდურ-ბრიტანული კონსორციუმი „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“ 1,2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
კომენტარი