სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბექა ბასილაია: მე დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატად ბექა ბასილაია წარადგინა, რომელსაც საზოგადოება იცნობს ისეთი გახმაურებული სასამრთლო პროცესებიდან როგორებიცაა: გიგი უგულავას საქმე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე და სხვა.

დეპუტატობის კანდიდატი პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშილის სახელობის იურიდიული ფაკულტეტი, 2009-2013 წლებში მუშაობდა მთავარ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად. 2013 წლიდან კი Legal Consulting and Services-ის ადვოკატია. ასევე გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ბექა ბასილაიამ ფოთის მოსახეობასთან შეხვედრები, მათი პრობლემების გაცნობა და სამომავლო გეგმების დასახვა უკვე დაიწყო. საადვოკატო საქმიანობის პარალელურად წინასაარჩევნო კამპანიით აქტიურადაა დაკავებული და დროის სიმცირეს განიცდის, თუმცა ფოთში არსებულ პრობლემებსა და საკუთარ გეგმებზე დრონი.ჯისთან სასაუბროდ დრო მაინც გამონახა და ჩვენს გამოცემას ძალიან საინტერსო ინტერვიუ მისცა.

- პირველ რიგში ფოთში არსებულ პრობლემებზე იქნებ გვიამბოთ.

- ფოთში არის ყველა ის პრობლემა, რომელიც მთელ ქვეყანაში არსებობს. აქ არის დასაქმების საკითხი. უამრავი ჯანღონით სავსე პროფესიონალი ადამიანია, რომელიც საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახერხებს. არის სოციალურად დაუცველთა პრობლემა, რომელთაც ან არ აქვთ სახელმწიფო დამხარება ან რაც აქვთ არ ყოფნით.

ასევე ქალაქში არის სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები - გარემო დაბინძრებულია სხვადასხვა საწარმოს მხრიდან. ის, რომ ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე ბიზნესის წარმოება განვითარდეს, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. თუმცა არც იმის მომხრე არ ვართ ბიზნესი გაჩერდეს. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ჰარმონიული თანამშრომლობა, ბიზნესს ჰქონდეს სოციალური პასუხისმგებლობის განცდა და ეკოლოგიურად გამართლებული ტექნოლოგიებით წარმოებდეს სამუშაო პროცესი. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, იქნება ეს ფილტრების მოძიება თუ საწარმოო ტექნოლოგიების დანერგვა, დავეხმარებით ისე, რომ სამუშაო ადგილებიც არ დაიკარგოს.

ამასთან ერთად, ქალაქში არსებობს სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაკლებობა, მოსაწესრიგებელია შიდა გზები, მათი 80% არის ან მოხრეშილი ან დატკეპნილი ქვიშა, რომელიც მტვერს აყენებს ქალაქში. ფოთში არ არის სპორტის სასახლე, საფეხბურთო სტადიონი, რომელიც დაანგრიეს, თუმცა ახალი არ ააშენეს. მშენებლობის თანხები კი წინასწარ ჩაურიცხეს სამშენებლო კომპანიებს, რომლებმაც დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულეს. ქალაქს არ აქვს ასევე საცურაო აუზი. მოსახლეობას მოეხსნა ერთჯერადი დახმარებები. ფოთში არ არის არანაირი შესაძლებლობა საიმისოდ, რომ ახალგაზრდები რაიმეთი დაკავდნენ ან საინტერესო იყოს მათთვის აქ ცხოვრება. საავადმყოსოსთან დაკავშირებული პრობლემებია, რადგანაც ერთგვარად სატრანზიტო ფუნქცია აქვს მას. აქ მოყვანილი პაციენტი ან ზუგდიდის ან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყავთ, ვინაიდან აქ არ არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

-ხალხის მოლოდინებისა და თქვენდამი დამოკიდებულების შესახებ რას იტყვით?

-ხალხი იმედიანად უყურებს ჩვენ საარჩევნო კამპანიას, დიდი სითბოთი და სიყვარულთ გვხვდება. მე ვარ ფოთელი, სადაც ჩემ ოჯახს ძალიან დიდ პატივს სცემენ როგორც პატიოსან, მშრომელ ადამიანებს. მე გარკვეული პერიოდი საქმიანობიდან გმომდინარე თბილისში ვცხოვრობდი, ბოლოს გახმაურებული საქმის ადვოკატი ვიყავი. მე ვიცი ჩემი ახლობლებისგან, მოსახლეობისგან, რომ იმედიანად გვიყურებენ. ვხვდები ხალხს, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, მათგან ძალიან დიდი მუხტი მოდის. მათ აქვთ იმედი, რომ ქალაქში რაღაცას შევცვლით.

-თქვენს კონკურენტებზე რას იტყვით?

-ჩემი საარჩევნო კამპანია აგებულია საქმის კეთებაზე, მომავალზე, ნაკლებად ძველი ხელიფუფლების კრიტიკაზე, რადგანაც ისინი იმდენად უმაქნისი და უნიათო იყვნენ, რომ მათ კრიტიკაზე დროისა და ენერგიის დახარჯვა არ ღირს. თუმცა ერთს გეტყვით - წინა დეპუტატი გასცემდა ზღვა, უტოპიურ დაპირებებს, თუმცა არამცთუ უტოპიური, რეალისტური დამირებებიც არ შეუსრულებია. ხალხი არის უაღრესად განაწყენებული მასზე. ქალაქში არის საუბრები მის კორუფციულ ინტერესებზეც. მე ვფიქრობ, რომ ფოთის მოსახლეობა ამ ჯერზე გააკეთებს სწორ არჩევანს და უტოპიური დპირებების გამცემთა ნაცვლად, ხმას საქმის მკეთებელ ხალხს მოგვცემს.

- არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით რა პროგნოზი გაქვთ და გამარჯვების შემთხვევაში რას გააკეთებთ პირველ რიგში?

- ფოთს ვაქცევთ ტურისტულ ცენტრად, რომელიც იქნება შავი ზღვისპირეთში ერთ-ერთი თუ არა, ყველაზე საუკეთესო ტურისტული ტერიტორია. ჩვენ გვაქვს ამიერკავკასიის მარგალიტი ოქროს ტბა, სადაც წყალ-სათხილამურო სპორტის განვითარება შეიძლება. ასევე გვაქვს პალიასტომის ტბა, რომელიც თვაისი ბუნებით არის უნიკალური, გვაქვს ეროვნული ტყე-პარკი, სანაპირო ზოლი. ფოთი იქცევა საფესტივალო ქალაქად. ჩვენ დავაგებთ გზებს, ავაშენებთ სპორტის სასახლეს, საცურაო აუზს, დავასრულებთ კინოთეატრის მშენებლობას, ფოთს ვაქცევთ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქალაქად შავიზღვისპირეთში. რაც შეეხება არჩევნებს, მე არ მაქვს პროგნოზი, მე დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100