სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არემჯის“ საწარმოო სიმძლავრეების შემცირება კონტრაქტორ მცირე ბიზნესებზე „დომინოს ეფექტით“ მოქმედებს

სატრანსპორტო კომპანია შპს „ბიბილაშვილს“, რომელიც ,,არემჯის“ კონტრაქტორია, ფინანსური პრობლემები აქვს. იმის გამო, რომ ოქროს მწარმოებელი „არემჯი“ სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, შესაბამისად შემცირდა მისი სატარნსპორტო მომსახურების კონტრაქტის ღირებულება, რაც შპს „ბიბილაშვილის“ ფინანსურ მდგომარეობაზე აისახა.

სატრანსპორტო კომპანიის მფლობელმა რაის ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ მსხვილი კონტრაქტორი „არემჯის“ პრობლემების გამო, მას მოუწია თანამშრომელთა რაოდენობის 20%-ით შემცირება, ხოლო შენარჩუნებულ თანამშრომლებს ხელფასები 30%-ზე მეტად შეუმცირა.

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, გარდა ამისა, სატრასპორტო კომპანიას მოუწია მანქანების შემცირებაც. ამჟამად, ნაცვლად 22 მანქანისა, მუშაობს 7.

შესაბამისად შემცირდა გადასახადების მოცულობა, რასაც შპს „ბიბილაშვილი“ ბიუჯეტში იხდის, ვინაიდან ბრუნვები მკვეთრად არის შემცირებული.

რაის ჰუსეინოვი აცხადებს, რომ კომპანიას ამ მდგომარეობაში შეუძლია მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლოს და თუ „არემჯი“ ძველ სიმძლავრეებს არ დაუბრუნდა, ისინი დიდი ფინანსური სიძნელეების წინაშე აღმოჩნდებიან.

„არემჯის“ ამჟამად მესამედი სიმძლავრით უწევს მუშაობს და ამ მდგომარეობამ, თავად ბოლნისის რაონის უმსვილესი გადამხდელის გარდა, სხვა ბიზნესებზეც იმოქმედა. „დომინოს პრინციპით“, „არემჯის“ ბრუნვების შემცირებამ ასევე შეამცირა კომპანია „ინდუსტრია კირის“ ბიზნესით, რომელიც „არემჯის“ კირს აწვდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100