ანტალიის მიმართულებით ნაადრევი ჯავშნები იდეალურ ფასად
„ – 40 % ით ნაკლები გადაიხადეთ ზაფხულის ტურებზე ანტალიაში და ახლავე გააკეთეთ ნაადრევი ჯავშნები “Early Booking“. თუ უკვე გაწერილი გაქვთ თქვენი შვებულება და მზად ხართ დაზოგოთ თანხები, მაშინ ეს შემოთავაზება თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება. ადრეული ჯავშნების ფასდაკლებები დაიწყო.“ - აცხადებს „თეგეტა თრეველის“ დეპარტამნეტის ხელმძღვანელი, ბელა კაჭარავა.
რა
არის „Early Booking”, ნაადრევი ჯავშნები?
მსოფლიოსა და საქართველოშიც ადამიანების უმეტესობა შვებულებას
ზაფხულის თვეებში: ივნისი, ივლისი, აგვისტო, იღებს ხოლმე. თუკი იცით, ამ პერიოდში დასვენების
დღეები და ხანგრძილოვა, უკვე შეგიძლიათ ახლავე დაგეგმოთ თქვენი ტური და დაჯავშნოთ გაცილებით დაბალ ფასად.
როგორც
ვიცი, სანაპირო ზოლი რამოდენიმე რეგიონისგან შედგენა. რა განსხვავებაა მათ შორის?
გეთანხმებით, არის შემდეგი რეგიონები:
ანტალია - სადაც
მდებარეობს აეროპორტი და მისი შემოგარენი,
ლარა და ქუნდუ. თვითონ ანტალიაში არის მხოლოდ კლდოვანი სანაპირო, ხოლო მის შემოგარენში
შეგხვდებათ ქვიშის სანაპიროები.
ქემერი
- ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია ოჯახებისა და ახალგაზრდებისთვის. ქემერი გამოირჩევა
გამწვანებული ტერიტორიითა და ძალიან სუფთა ზღვით, რაც კენჭოვანი სანაპიროს დამსახურებაა.
ახალგაზრდები, რომლებიც მიდიან გასართობად ირჩევენ ამ რეგიონს, რადგან ქემერში რამოდენიმე
მსოფლიო დონის ღამის კლუბები მდებარეობს.
ბელეკი
- ადგილი, სადაც ყველაზე მაღალი დონის DELUXE კატეგორიის სასტუმროები მდებარეობს. ულამაზეს
ქვიშის სანაპიროზე მდგომ სასტუმროებს გააჩნიათ ყველანაირი ინფრასტრუქტურა იმისთვის
რომ არ დატოვოთ მისი ტერიტორია და ყველა მომსახურეობა მიიღოთ ადგილევე: ეს იქნება დღის
თუ ღამის გართობა, საბავშვო ანიმაციები თუ გოლფის მოედნები.
სიდე
- ისტორისული ქალაქი, რომელსაც ქვიშის სანაპირო აქვს. აქ შეგვიძლია შევარჩოთ როგორც
დაბალი, ასევე საშუალო და მაღალი დონის სასტუმროები.
ალანია - ანტალიის
ყველაზე ბოლო რეგიონი, რომელიც აეროპორტიდან 120 კილომეტრის მოშორებითაა. აქ შეგხვდებათ
შერეული სანაპირო, როგორც ქვიშის, ასევე, კენჭნარევი ქვიშა და კლდოვანიც კი. სანაპიროს
მრავალფეროვანი არჩევანი აქვს აპარტამენტებიდან დაწყებული უმაღლესი დონის სასტუმროებით
დასრულებული.
რატომ
არის კარგი თურქეთში, კერძოდ ანტალიაში დასვენება?
უკვე წლებია ზაფხულის სეზონზე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქეთის საკურორტო
ზონები. 15 წელზე მეტია თბილისიდან პირდაპირი ჩარტერული რეისები ინიშნება მაისის თვიდან
სექტემბრის თვის ჩათვლის. ჩარტერულ რეისებს ანხორციელებს რამოდენიმე კომპანია, რაც
გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს მივაწოდოთ დაბალი ფასი მისთვის სასურველ პერიოდზე.
თურქეთი ერთ-ერთი მაღალი დონის საკურორტო ზონებს ფლობს.
საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ყველა სეგმენტზე მორგებული სასტუმროები, კვების მრავალფეროვანი
არჩევანი, განუსაზღვრელი რაოდენობის ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები. სასტუმროები
მზად არიან დააკმაყოფილონ მომხმარებლის მოთხოვნილებები და მოერგონ მათ გემოვნებას.
წელსაც თურქეთში , ანტალიის რეგიონში 19 მაისიდან იწყება
ჩარტერული პროგრამა. მოქნილი ფრენების გრაფიკი, ექსკლუზიური სასტუმროები და საუკეთესო
ფასები უკვე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.
როგორ
დაგიკავშირდეთ მგზავრი უფრო მეტი რეკომენდაციებისა და ტურისტული მომსახურების მისაღებად?
ნებისმიერი ტურისტული სერვისის მიღების სურვილის შემთხვევაში
გელოდებით ჩვენთან ოფისში, მისამართზე: დავით
აღმაშენებლის გამზ. #173, თბილისი, 0112, საქართველო.
ან დაგვიკავშირდით +995 32 2443322
Mob: +995 514903020
E-mail – [email protected]
[email protected]
Facebook
www.TegetaTravel.ge
ჟურნალისტი: ნინო მუზაშვილი
კომენტარი