სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

facebook-ზე კრიმინალური ფაქტების შეგროვება დაიწყო

კრიმინალური ფაქტები” - ასე ჰქვია ჯგუფს, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელფეისბუქშიშეიქმნა.

“მოგვწერეთ თქვენთვის ცნობილი კრიმინალური ფაქტების შესახებ. დაცულია კონფიდენციალურობა. გადამოწმების შემდეგ, მოწოდებულ ინფორმაციას მედია-საშუალებებით გავავრცელებთ” - წერია ჯგუფის გვერდზე.

შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან, რაიონიდან თუ სოფლიდან, თუ თქვენთვის ცნობილი გახდა კრიმინალური შემთხვევების, მძიმე თუ სხვა ნებისმიერი სახის დანაშაულის თაობაზე, შეგიძლიათ ოპერატიულად მიაწოდოთ ინფორმაცია ამ ჯგუფის ადმინისტრაციას.

ჯგუფის ადმინისტრაციის განცხადებით, მოწოდებული ინფორმაცია, უსწრაფესი გადამოწმების შემდეგ, სხვადასხვა მედია-საშუალებებით გავრცელდება.

ჯგუფის შექმნის მიზანია ოპერატიულად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე კრიმინალური მოვლენები.

“სამწუხაროდ გახშირდა კრიმინალური ფაქტები. შსს-ს კი სულ უფრო მეტად უჭირს დანაშაულთან გამკლავება.

გვეუბნებიან რომ დანაშაული შემცირდა, არადა, ჩვენს ირგვლილ მომხდარი მკვლელობები, ყაჩაღობები თუ ქურდობები, საპირისპიროზე მეტყველებს.

სწორედ იმის გამო რომ ერთმანეთს გავაგებინოთ მომხდარი კრიმინალური ფაქტების შესახებ, შევქმენით სპეც-ჯგუფი.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია იმ კრიმინალურ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მისთვისაა ცნობილი.

აღნიშნულ ინფორმაციას გადავამოწმებთ და მედიით გავავრცელებთ”, - განუცხადა “პრესა.ჯი”-ს ჯგუფის ადმინისტრატორმა.

ჯგუფის სანახავად “ფეისბუქში” მოძებნეთ “კრიმინალური ფაქტები”.

ჯგუფის სანახავად გადადით ამ ბმულზე: https://www.facebook.com/pages/%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/709916839024779?notif_t=fbpage_fan_invite

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100