სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერი

1. პრაიმერის ჩატარების ვადები:

1.1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ხელმძღვანელობს რა შიდაპარტიული დემოკრატიისა და გამჭვირვალობის პრინციპით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, პარტიის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად, აცხადებს შიდაპარტიული არჩევნების - პრაიმერის ჩატარების პრინციპს.

1.2. პრაიმერი ჩატარდება 2013 წლის 28 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით.

2. პრაიმერის ჩატარების საორგანიზაციო ჯგუფი:

2.1. პრაიმერის მომზადების, რაიონული ორგანიზაციების სრული ჩართულობის, საზოგადოების მაქსიმალური ჩართვისა და ინფორმირების მიზნით იქმნება სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი 5 წევრის შემადგენლობით;

2.2. საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს ირჩევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო არაუგვიანეს 2013 წლის 21ივნისისა;

2.3. საორგანიზაციო ჯგუფის ფუნქციებია:

· პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია 2013 წლის 24 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით;

· რეგიონალური კონფერენციების - დებატების ჩატარების წესის მომზადება და პერიოდულობის განსაზღვრა 2013 წლის 28 ივნისამდე;

· რეგიონალური კონფერენციების დროს კენჭისყრების ჩატარებისა და ხმის დათვლის წესის მომზადება 2013 წლის 28 ივნისამდე;

· რეგიონალური კონფერენციების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

· ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონულ ორგანიზაციებთან ერთად რეგიონალური კონფერენციების დელეგატების შერჩევის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

· რეგიონალური კონფერენციების ჩატარების, ადგილისა და თემატიკის შესახებ საზოგადოებისა და მედიის ინფორმირება;

· რეგიონალური კონფერენციების შედეგების საზოგადოებისა და მედიისათვის გაცნობა;

· ინტერნეტკენჭისყრის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

3. პრაიმერში მონაწილე კანდიდატები და მათი წარდგენის პროცედურა:

3.1. პრაიმერში მონაწილეობა შეუძლია საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში.

3.2. პრაიმერში მონაწილე კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონულ ორგანიზაციას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის არანაკლებ 5 წევრს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას ნებისმიერი მუნიციპალიტეტის საკრებულოდან;

3.3. პრაიმერში მონაწილე კანდიდატის წარდგინებას თან უნდა დაერთოს ამ კანდიდატის წერილობითი თანხმობა;

3.4. პრაიმერში მონაწილე კანდიდატის წერილობითი წარდგინება და თანხმობა გადაეცემა პრაიმერის ჩატარების საორგანიზაციო ჯგუფს 2013 წლის 21 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით.

4. რეგიონალური კონფერენციები:

4.1. პრაიმერი გაიმართება რეგიონალური კონფერენციების - დებატების პრინციპით.

4.2. სულ ჩატარდება 6 რეგიონალური კონფერენცია: 1. იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი; 2. სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა - მთიანეთი; 3. კახეთი, ქვემო ქართლი; 4. გურია, სამეგრელო - ზემო სვანეთი; 5. აჭარა; 6. თბილისი.

4.3. რეგიონალური კონფერენციების დებატები გაიმართება თემატური პრინციპით: 1.ეკონომიკა; 2. სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა; 3. ადამიანის უფლებები, მართლწესრიგი და კანონის უზენაესობა; 4. საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება; 5. განათლება, მეცნიერება და კულტურა; 6. ბოლო კონფერენცია მოიცავს ყველა თემას.

4.4. რეგიონალური კონფერენციის ერთი ბლოკი დაეთმობა შესაბამისი რეგიონების პრობლემატიკას;

4.5. დებატების წესსა და პროცედურას, აგრეთვე, ხმის მიცემისა და დათვლის წესს განსაზღვრავს საორგანიზაციო ჯგუფი.

5. პრაიმერში მონაწილე დელეგატები:

5.1. პრაიმერის რეგიონალურ კონფერენციების კენჭისყრაში მონაწილეობას ღებულობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის მიერ არჩეული დელეგატები;

5.2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თითოეული რაიონული ორგანიზაცია ირჩევს 25 დელეგატს;

5.3. დელეგატების არჩევის წესს განსაზღვრავს თავად რაიონული ორგანიზაცია;

5.4. შესაბამისი საარჩევნო ოლქიდან არჩეული და საპარლამენტო უმცირესობაში მყოფი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ავტომატურად არის ამ რაიონის დელეგატი, ქვოტის ზევით;

5.5. აჭარის უზენაესი საბჭოს წევრები, რომლებიც არჩეული არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ქვოტის ზევით, არიან აჭარის რეგიონალური კონფერენციის დელეგატები.

5.6. საქართველოს პარლამენტის ის წევრები, რომლებიც არჩეული არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან პროპორციული წესით და იმყოფებიან საპარლამენტო უმცირესობაში, ქვოტის ზევით არიან თბილისის კონფერენციის დელეგატები.

6. ინტერნეტკენჭისყრა:

6.1. რეგიონალური კონფერენციების პარალელურად ტარდება ინტერნეტკენჭისყრა.

6.2. კენჭისყრაში მონაწილოების უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. ინტერნეტკენჭისყრაში მონაწილე ხმას აძლევს მხოლოდ ერთი კანდიდატს.

6.3. ხმის მიცემის მიზნით მოქალაქემ უნდა გაიროს ონლაინ რეგისტრაცია შესაბამის ვებ გვერდზე. რეგისტრაციისას მითითებული უნდა იყოს:

ა) გვარი, სახელი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) ელ ფოსტის მისამართი.

7. პრაიმერის შედეგების შეჯამება და გამოცხადება:

7.1. რეგიონალური კონფერენციების დროს დებატების დასრულების შემდეგ, დადგენილი წესით იმართება კენჭისყრა.

7.2. კენჭისყრის შედეგები ცხადდება კონფერენციაზე და გამარჯვებულ კანდიდატს ენიჭება ერთი ქულა.

7.3. ინტერნეტკენჭისყრის შედეგების შეჯამება ხდება 2013 წლის 28 ივლისს და მისი შედეგები ცხადდება მეექვსე რეგიონალურ კონფერენციაზე

7.4. ინტერნეტკენჭისყრაში გამარჯვებულ კანდიდატს ენიჭება სამი ქულა, მეორე ადგილზე გასულ კანდიდანტს ორი, ხოლო ყველა შემდეგ კანდიდატს ერთი ქულა.

7.5. პრაიმერში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი რომელიც ექვსი რეგიონალურ კონფერენციისა და ინტერნეტკენჭისყრის ჯამში დააგროვებს მეტ ქულას.

7.6 იმ შემთხვევაში, თუ პრაიმერში მონაწილე კანდიდატებმა დააგროვეს თანაბარი ქულები მათ შორის გამარჯვებულს გამოვლინდება მეორე ტურით.

8. პრაიმერის ჩატარების, რეგიონალური კონფერენციების - დებატების ჩატარებისა და ხმის მიცემისპროცედურებთან დაკავშირებით არსებული სხვა რეგულაციები

პრაიმერის ჩატარების, რეგიონალური კონფერენციების - დებატების ჩატარებისა და ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით გაუთვალისწინებელ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური საბჭო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100