სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ისტორიული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებით იმუქრება

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ისტორიული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებით იმუქრება.

მათი თქმით, თუ ივანიშვილის გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

"რა თქმა უნდა, ეს ჩვენ შეგვიყვანს ჩიხში, რა თქმა უნდა, არასაჭირო რადიკალიზაციას შესძენს პოლიტიკურ პროცესს და იმის მაგივრად, რომ გვქონოდა კონსესუსური შეთანხმება, ახლა გვექნება ან ცალსახა გადაწყვეტილება, რომელსაც ე.წ. ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ, ან გვექნება დაპირისპირება და ისევ გაურკვეველი ვითარება, როდესაც ყველა ჩვენს მოკავშირეებს შეეძლებათ თქმას: ქართველებს ერთმანეთს არც მოლაპარაკება შეუძლიათ და არც მოლაპარაკების შედეგის შესრულება, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.

8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებას ითხოვს "ევროპული საქართველოც".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100