სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელმა წყვილმა არდაბადებული შვილი „Facebook“–ზე ამ ფოტოთი დაარეგისტრირა

ამერიკელმა წყვილმა ტეხასიდან, ელი და მეტ გრინმა, მომავალი ქალიშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”–ზე დაარეგისტრირეს. როგორც მომავალმა მშობლებმა აღნიშნეს, მათ ახალი გვერდი სოციალურ ქსელში იმიტომ შექმნეს, რომ ამ გზით მეგობრებსა და ახლობლებს ელის ორსულობის შესახებ სიახლეები შეეტყობინებინათ. ამასთანავე, ისინი ემბრიონის განვითარების შესახებაც ავრცელებენ ინფორმაციას.

ელი გრინის აღნიშვნით, მას შემდეგ რაც “Facebook”–ზე ახალი გვერდი გახსნეს, პირველივე დღეს მეგობრებში დაახლოებით 100 იუზერი დაიმატეს. ამ დროისათვის 260 მეგობარი ჰყავთ. რაც ყველაზე საინტერესოა, პროფილში მითითებულია ბავშვის ჰობი: ფეხბურთი და ცურვა, საყვარელი მომღერალი – ლედი გაგა და ჩვევა: ცერა თითის წოვა.

მშობლები ქალიშვილს მერაიას დაარქმევენ. მერაიას მაგივრად კი სტატუსებს მისი დედა დებს. იგი ყვება ბავშვის ქცევებისა შესახებ. ელი სტატუსებს ყოველდღიურად ანახლებს. მშობლები გვერდს არც ბავშვის დაბადების შემდეგ არ გააუქმებენ. ისინი მერაიას ყოველდღიურ ცხოვრებაზე ამცნობენ მეგობრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100