ტრაგედია ლეონიდ აგუტინის ოჯახში
ლეონიდ აგუტინის ოჯახში მორიგი ტრაგედიაა, მას დისშვილი გარდაეცვალა. ამ ინფორმაციას მომღერალი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
„9 დღე გავიდა, მას შემდეგ რაც მატვეიჩიკი გარდაიცვალა, ჩემი ნახევარდის მცირეწლოვანი ვაჟი. დაკრძალვაზე მამაომ გვითხრა რომ ყველა ადამიანი სამუდამოდ ცხოვრობს, უბრალოდ ისინი დედამიწაზე ჩერდებიან მცირე დროით. ეს შესაძლოა სიმართლე იყოს, მაგრამ რატომღაც ვერ აწყნარებს ადამიანს. მატვეიჩიკს გულის დაავადება დაბადებიდან ჰქონდა, თუმცა საერთო ძალისხმევის შედეგად გვეგონა გადავარჩენდით, ყველაფერი თითქოს გამოგვივიდა კიდეც, მაგრამ სიკვდილმა მაინც წაგვართვა მისი თავი. ჩვეულებრივი გრიპით დაავადდა და ორ დღეში გარდაიცვალა. დედის ტკივილის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, მაგრამ ის ახერხებს გაძლებას“ - წერს ლეონიდ აგუტინი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ აშშ-ში აგუტინის სიმამრიც გარდაიცვალა.
კომენტარი