სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2012 წლის 21 დეკემბერი: სამყაროს დასასრული თუ ახალი ცივილიზაციის დასაწყისი?

2012 წელი დასასრულს უახლოვდება და სამყაროს აღსასრულის შესახებ არსებული დაუსაბუთებელი წინასწარმეტყველებების აქტუალობა პიკს აღწევს. დრონი.ჯი ამ საკითხით დაინტერესდა და ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს დაუკავშირდა.

ბატონო დავით ხალხი პანიკამ მოიცვა რადგან 2012 წლის დეკემბერია და თქვენი აზრით რითაა ეს პანიკა გამოწვეული?

ძირითადად ეს თემა გაჩნდა მაიას კალენდრის მიხედვით, რადგან 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება მაიას კალენდარი, მაგრამ მაია უსასრულოდ ვერ გააგრძელებდა თავის კალენდარს ესეც ხო ფაქტია, ამიტომაც ამერიკელმა მკვლევარმა, რომელმაც გაშიფრა და გამოიკვლია ეს თემა ამბობს, რომ 21 დეკემბერს მართლაც სრულდება კალენდარი, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ამის შემდეგ იწყება კოსმიური ცივილიზაციის ახალი ციკლი.

და მაინც თქვენი აზრით რა მოხდება 2012 წლის 21 დეკემბერს?

21 დეკემბერს მზე, დედამიწა და ჩვენი გალაკტიკის ცენტრი, სადაც არის შავი ხვრელი გასწორდება ერთ ხაზზე, ეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიული მოვლენაა. ამ შავ ხვრელში მოხდება ენერგიის გადინება, და შეიძლება ენერგიის ნაკლებობა წამოვიდეს, მაგრამ ეს არ იქნება მკვეთრად განსხვავებული ენერგია,რასაც აქამდე ვიღებდით რამაც შეიძლება ადამიანის არსებობას ხელი შეუშალოს.

რაც შეეხება კლიმატურ ცვლილებებს, უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე უცნაურ მოვლენას ამ მხრივ?

გარკვეულ ადგილებში შეიძლება იყოს ამინდის მკვეთრი ცვალებადობა, მაგალითად შეიძლება ისეთ ადგილებში სადაც თოვლი არასოდეს ყოფილა მოვიდეს თოვლი, ასევე იყოს ნიაღვრები და შედარებით დაბალი ტემპერატურა, მაგრამ საგანგაშო ცვლილება, რამაც შეიძლება გლობალურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს ასეთი ნამდვილად არ იქნება.

რაც შეეხება პლანენიბირუს, რომელიც სავარაუდოდ დედამიწისკენ მოდის, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

მაიას კალენდარს მიაბეს პლანეტა ნიბირუს მიახლოება დედამიწასთან, მე ყოველდღე ვაკვირდები ცას და შევდივარ ნასას საიტზე, რომელი პლანეტა რა დროს უახლოვდება დედამიწას, არანაირი მატერიალური სხეულები ამ ჯერზე დადამიწასთან კატასტროფულ სიახლოვეში არ იმყოფებიან, თუ ეს არის არამეტერიალურ -პარალელურ სიცვრცეში მყოფი პლანეტა, პარალელურ სივრცე ჩვენ ვერ შეგვეხება. ასე რომ ეს ვერსიაც, რომ პლანეტა ნიბირუ გვიხლოვდება, და იქიდან გადმოვლენ უცხოპლანეტელები, რასაც ასევე ამბობენ, ესეც, რათქმაუნდა საფუძველს მოკლებულია. ერთადერთი ეს იქნება კულმინაციური დღე, იმ თვალსაზრისით, რომ ახალ სინქრონში მოვა კაცობრიობა სამყაროს მიმართ და ეს ახალი საფეხური იქნება.

და ხომ არ არის ამ პერიდოში ჯანმრთელობის გაუარესების საშიშროება?

ადამიანებმა შიძლება იგრძნონ უფრო მეტი დაღლილობა, უფრო მეტი ძილის სურვილი და რათქმაუნდა, ადამიანის ორგანიზმი, დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე რეაგირებას ახდენს, ამიტომაც ყველას ვურჩევ, უფრო მეტი დაისვენოს და იძინოს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არაფერ განსაკუთრებულს უნდა ველოდოთ, უბრალოდ კაცობრიობა გადადის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100