საქართველოში არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები ვიხილე - ლუაზო
"იყო დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ნატალი ლუაზომ ივანიშვილის გუნდი "ქართულ კოშმარად" მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოს მმართველ პარტიაში "ვლადიმერ პუტინისკენ მიბრუნდნენ".
იყო დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები, რომელიც მე ვნახე საქართველოში, როდესაც არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი ვიყავი. ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, ისინი ამბობდნენ, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. ისინი ქართულ და ევროპულ დროშებს აფრიალებენ. მათ სჯერათ ჩვენი და იმედოვნებენ, რომ მათ არ მივატოვებთ. „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ვლადიმერ პუტინისკენ მიბრუნდნენ და მათ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ“, - განაცხადა ნატალი ლუაზომ.
კომენტარი