სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, არ მაინტერესებს - ლაშა ფურცხვანიძე

"გრინ სერვის პლუსის" დირექტორი ირწმუნება, რომ ვაკის პარკის შადრევანში ჩატარებული სამუშაოები და უსაფრთხოების ნორმები შემოწმებული იყო.

დაკითხვიდან გამოსულმა ლაშა ფურცხვანიძემ თქვა, რომ გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, კიდევ დაიბარებენ.

რიყის შადრევანზე მიდით და გადაიღეთ, იტალიელების მოწყობილია, იტალიელი სპეციალისტების, მიდით და გადაიღეთ, არ გაინტერესებთ თქვენც?! ერთიანი გამანაწილებელი სისტემა იყო. შემოწმებული ელექტროობა, შემოწმებული იყო დაინსტალირების დროსაც და მერეც იყო შემოწმებული, დამატებითი, კონკრეტული კითხვები კითხეთ გამოძიებას.

მე პასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება ეგ მე სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს", - განაცხადა ფურცხვანიძემ.

"გრინ სერვის პლუსის" დირექტორი დღეს მესამედ გამოიკითხა. გამომძიებლები ფურცხვანიძეს კითხვებს 4 საათის განმავლობაში უსვამდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100