კეტი ჰოლმსი: ტომ კრუზმა ჩვენს შვილს ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა
თებერვალში ცნობილი გახდა, რომ 55 წლის ტომ კრუზიმ გადაწყვიტა თავის ქალიშვილი სურისთან ურთიერთობა განაახლოს. მსახიობმა 2012 წელს შვილთან კომუნიკაცია შეწყვიტა - იმ დროს სური 6 წლის იყო. ბავშვისთვის უარის თქმის მიზეზი ტომის რელიგიური რწმენა და კეტი ჰოლმსთან მისი განქორწინება იყო. ჰოლივუდის მსახიობი საიენტოლოგიური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მორწმუნე აღმსარებელია , რასაც ვერ შეეგუაა კეტი და სწორედ ამას უკავშირებდა მაშინ მედია განქორწინების მიზეზსაც, რადგან ეკლესიის ხელმძღვანელობა წყვილის კონტაქტის წინააღმდეგი იყო რელიგიური რწმენიდან გამომდინარე.
ტომ კრუზი შვილს უკვე დიდი ხანია არ ნახულობს. როდესაც 10 წლის გახდა, საკუთარ მამას, არც მაშინ უფიქრია, რომ შვილი ენახა. მსახიობმა შვილს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში და უთხრა, რომ ვერც ამ დაბადების დღეზე იქნებოდა მასთან ერთად, რადგან მსახიობი ფილმ „მუმიას“ გადაღევაზე იმყოფებოდა და იმის მაგივრად, რომ საზეიმო ტორტზე სანთლების ჩაქრობისას შვილის გვერდით ყოფილიყო, მსახიობი დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდში ყოფნას ამჯობინებდა. კეტი ჰოლმსი საშინლად იყო მაშინ გაბრაზებული ყოფილი ქმრის ასეთ საქციელზე და ამბობდა, რომ ტომმა სურის გული კიდევ ერთხელ ატკინა და შვილს ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა.
გუშინ, უცხოურმა პრესამ მოიპოვა კომენტარები ტომთან ახლოს მდებარე წყაროებიდან. როგორც ცნობილია, ჰოლივუდის მსახიობი, დიდი სურვილის მიუხედავად, კიდევ არ და ვერ შეხვდა შვილს, თუმცა მისი სახლიდან 35 კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა. ტომის თქმით, ის შვილს ყოფილი ცოლის გამო ვერ ნახულობს, რადგან ჰოლმსი უარყოფითად არის განწყობილი მამა-შვილის ურთიერთობის მიმართ.
"მე არ მსურდა და სურს, სური კონტაქტობდეს მამასთან , რადგან გოგონა შეიძლება გახდეს ფსიქოლოგიური ტრავმის მსხვერპლი. მათ ერთმანეთი 6 წლის განმავლობაში არ უნახავთ და პატარა გოგონა უკვე შეეგუა მამის გარეშე ცხოვრებას, დიახ, მას ენატრება მამა, მაგრამ გაურკვეველია, რამდენად უკეთესი იქნება მისი ტომთან კონტაქტი, ის თავს მოახვევს სურის ბევრ რამეს და შეეცდება შეცვალოს მისი ფსიქოლოგია, ამიტომ ჯობია რომ, ისინი არ შეხვდნენ ერთმანეთს“- განაცხადა კეტი ჰოლმსმა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდის მსახიობი ინარჩუნებს ურთიერთობას ორ შვილთან წინა ქორწინებიდან ნიკოლ კიდმანთან. და როგორც ამბობენ, მას წინა ოჯახთან არანაირი უთანხმოება არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ კეტი და ტომი 2006 წელს დაქორწინდნენ. ბოლოს ისინი საზოგადოებაში ერთად 2012 წლის თებერვალში გამოჩნდნენ.
ჰოლმსამდე კრუზი ორჯერ იყო დაქორწინებული მიმი როჯერსსა და ნიკოლ კიდმანზე. კიდმანთან იგი ორ ნაშვილებ ბავშვს - იზაბელს და კონორს ზრდიდა
კომენტარი