სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მამამ დედა მიატოვა, ბავშვის ნაკლის გამო“ (გააზიარეთ სტატია, იქნებ თქვენ თუ არა სხვა მაინც დაეხმაროს)

სოციალურ ქსელში ვრეცელდება მიმართვა 6 წლის გოგონას ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რომელსაც დრონი.ჯი უცველლად გთავაზობთ.

„6 წლის თამუნას მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება ვისაც შეგიძლიათ დაეხმაეთ და გაიზიარეთ რათა ბევრმა ნახოს და შეძლოს დახმარება.....

მაპატიეთ, ამ ინფორმაციის დადება აქ რომ მიწევს მაგრამ სხვა გზა აღარ მაქვს, რადგან აქ არის უამრავი კეთილშობილი ადამიანი... მეგობრებო მოგმართვთ თხოვნით.

6 წლის თამუნას ესაჭიროება ჩვენი კეთილი ხალხის თანადგომა, ძალიან გთხოვთ გამოიჩინოთ ყურადღება ამ ბავშვისათვის, ძალიან მძიმე სიტუაციაა,ბავშვს აქვს თავში კისტა, ვერ გადაადგილდება, ვერ მეტყველებს, ემართება კრუნჩხვები,ამ ყველაფერს კი ფონად ედება ის რომ ოჯახს არააქვს არანაირი მატერიალური შესაძლებლობა იმისა რომ 6 წლის ბავშვს უმკურნალოს.

ბავშვი ტკივილსაც კი ვერ გადმოსცემს, მხოლოდ აცრემლებული თვალებით ხვდება დედა რომ მის შვილს გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ტკივილები რომლებსაც უკვე ვეღარ უძლებს.

ის ცხოვრობს დედასთან და პატარა დასთან ერთად ქირით, რაგდანაც მამამ მიატოვა, ბავშვის ნაკლის გამო, მიუხედავად იმისას რომ ბავშვის მოცემული მდგომარეობა მამის დაუდევრობის გამო მოხდა.

ყოველდღე ბავშვის მდგომარეობა უკან უკან იხევს, ექიმთან მისასვლელი ფულიც არ აქვს, რომ შემდეგ მედიკამენტური მკურნალობა გაუგრძლონ ოჯახში, ოჯახი ცხოვრობს ქირით, აქვთ მხოლოდ სოციალური დახმარება და ბავშვის პენსია რაც მედიკამენტებს და პამპერსაც კი არ ყოფნის, ხშირად უწევთ ბინის შეცვლა თანხის გადაუხდელობის გამო, თამუნას ესაჭიროება სასწრაფო დახმარება, რადგანც უკვე ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, მედიკამენტების არ ქონის გამო.

ძალიან გთხოვთ დაეხმაროთ პატარა თამუნას, ნუ გავწირავთ სასიკვდილოდ, ძალიან გთხოვთ მე ვარ თქვენს იმედად და ძალიან გთხოვთ ნუ გავწირავთ თამუნას !!!

ანგარიში გახსნილია საქართველოს ბანკში...GE14BG0000000906309000 Rokhvadze vladimeri პირადი ნომერი 60001018502 საქველმოქმედო ნომერი: 0901700420 საკონტაქტო ნომერი: 557 60 00 37

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100