"გაფრთხილება ლურჯი ვეშაპის შესახებ - თამაში იღებს ფართო მასშტაბებს"
ნანა ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომლის 13 წლის ქალიშვილის სიცოცხლეც "ლურჯ ვეშაპს" შეეწირა. იგი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
დამიკავშირდნენ და მთხოვეს რომ დავლაპარაკებოდი ერთ ოჯახს რომელსაც შეკითხვები ქონდა ლურჯ ვეშაპთან მიმართებაში. დავრეკე... ვესაუბრე მშობლებს და შევთავაზე შეხვედრა. მითხრეს რომ ვერ შემხვდებოდნენ რადგან 29 ში მათი შვილის 40-ია. ყველამ მინდა კარგად გაიაზროთ რას ნიშნავს როცა მშობელი ამ ფრაზას წარმოთქვამს.... მე ვიცი... და კიდევ ბევრმა ოჯახმა იცის.....
ამას ვწერ იმისთვის რომ არ მოდუნდეთ!!! თამაში იღებს ფართო მაშტაბებს. უამრავი ადამიანი მიკავშირდება. თამაში რეალურია. მენტორები ქართულად მოსაუბრე ხალხი.
გთხოვთ ყურადღება არ მოადუნოთ და კიდევ ერთხელ აუხსენით ბავშვბევს რომ არ უნდა ეშინოდეთ.
ყველზე ხშირად ბავშვები სწორედ შიშის გამო ნებდებიან თამაშს..."
კომენტარი