სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი შეყვარებულები ჰყავს ზოდიაქოს 12 მამრს

ვერძის შეყვარებული :
აქტიურად იღეჭება საღეჭ რეზინას და მკვეთრად იცინის ყოველი მისი საყვარელი მამაკაცის ხუმრობაზე.
გამოირჩევა წითური თმით და აქვს გემრიელი "გადასაყენებელი" უკანალი.
რატომ მკერდი არა?
უბრალოდ ვერძს უყვარს სიჩქარე და "ტრაკორბოლა".

კუროს შეყვარებული :
თბილი სახისა და ასეთივე თბილი გულის პატრონი (გულში "ბუფერებიც" იგულისხმება, თან რაც უფრო დიდი, მით უკეთესი). უყურებს სენტიმენტალურ ფილმებს და არაჩვეულებრივი კულინარია.
პრინციპში, მეტი რა უნდა უნდოდეს კურო კაცს? თბილი ლოგინი და ცხელი კერძი გაზქურაზე.
(გულის სიღრმეში ხომ ყველა მამაკაცი კუროა მოწოდებით).

ტყუპების შეყვარებული :
(ისა, სათაური ჩასასწორებელია. შეყვარებული კი არა, შეყვარებულები!)
ეს ერთი. ხოდა კიდევ ის, რომ ყველა რადიკალურად განსხვავებული პროფესიისაა და მათი საერთო მახასიათებელი მხოლოდ სქესია. (ერთ-ერთმა ეს-ეს არის დაამთავრა ასტრო-ბიოფიზიკის ფაკულტეტი)
არც მკერდს აქვს მნიშვნელობა, არც ტრაკს. მთავარია კვანტურ ფიზიკაში ერკვეოდეს და პულტივით სწრაფად ირთვებოდეს საგნიდან - საგანზე.
ორგაზმი? ეგ ხომ ისედაც აქვს, როცა ბიპოლარულ და დისპოზიციურ სინდრომებზე ბაასობთ.

კირჩხიბის შეყვარებული :
კუროს შეყვარებულის დაქალია. ბავშვობაში ერთად აცხობდნენ კექსებს.
ბოლოს კირჩხიბმა შეაცდინა 15 წლის ასაკში და კი ჰყავს უკვე 4 შვილი.

ლომის შეყვარებული :
როგორ, ვერ იცანით? ეს ისაა ტელევიზორში რომ გამოდის ხოლმე ხშირად.
"ძაალიან ძეერსკებეეეე"-ს პროფაილ ფოტოებში რომ მუდამ ნომერ პირველია.
მოვლილი სხეულის გარდა მოვლილი ტვინით გამოირჩევა. ეს როგორ? არაფრით იბინძურებს ტვინს, მათ შორის არც ცოდნით.
პრინციპში ეს ლომისთვის სულაც არ არის პრობლემა. შეუძლია საკუთარი თავით ტკბობა განაგრძოს იმის ნაცვლად რომ ინტელექტუალურად წამოეწიოს შეყვარებულს. (ძნელია ასეთ გოგოზე სულელი იყო).

ქალწულის შეყვარებული :
დუშკაბინა.
დღესასწაულებზე ქლინინგ ფართებზე დადის.

სასწორის შეყვარებული :
ლომის შეყვარებულის დაქალოჩკაა.
სნობიზმს რა უთხარი, თორემ რა უნდოდა ამ ფაიფურის თოჯინასთან? აშკარად უკეთესის ღირსია. თან ასაკი რომ მოემატება ხომ უნდა შეინახოს საყვარელმა ქალმა, ხოდა ეს რა ფულს გააკეთებს? მოკლედ, ის დროა ლექსები წაიკითხოს, თორემ ამდენი ფიქრისგან თავი ასტკივდა.

მორიელის შეყვარებული :
რაღა შეყვარებული.. ნაშაა!!! თან ყველა პოზაში, კვირაში 7-ჯერ, დღეში 24 საათი !!!

მშვილდოსნის შეყვარებული :
აგერ, მოცანცალებს. ცალ ხელში დასაკეცი მაგიდა უჭირავს და მეორე მხარზე ზურგჩანთა უკიდია.
თაფლობის თვე ტყეში, კალიების გარემოცვასა და ჭიანჭველების გროვაში. ამაზე რომანტიკული რა უნდა ინატროს ადამიანმა!
რაც მთავარია, ნაკლები ლაპარაკი და მეტი სიცილი! მშვილდოსანს უყვარს არაკრიტიკული პუბლიკა.

თხის რქის შეყვარებული :
ხუმრობთ? თხის რქებს მარტო ცოლები ჰყავთ.

მერწყულის შეყვარებული :
აი, ტყუპის შეყვარებულთან ერთად დაამთავრა ასტრო-ბიოფიზიკის ფაკულტეტი, მაგრამ დამთავრების მერე გადაწყვიტა, რომ საკუთარი ოფისის გახსნა უნდოდა და ახლა მერწყულთან ერთად აპირებს თანამოაზრეების შემოკრებას, რათა გახსნას ფირმა სახელად - "გენიალურ შენძრეულთა კლუბი".

თევზების შეყვარებული :

ბუნებაში არ არსებობს. მხოლოდ თევზების ოცნებებში ცოცხლობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100