სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სილვიო ბერლუსკონი გადადგა

სულ ცოტა ხნის წინ იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. სააგენტოს ცნობით, სილვიო ბერლუსკონიმ გადადგომის შესახებ განცხადება იტალიის პრეზიდენტს, ჯორჯო ნაპოლიტანოს ჩააბარა.

იმის შესახებ, რომ ბერლუსკონი გადადგომას სწორედ დღეს აპირებდა, ადრევე იყო ცნობილი. იტალიის პრეზიდენტმა გაახმიანა ბერლუსკონის დაპირება, რომ ის გადადგებოდა მაშინვე, როგორც კი დამტკიცდებოდა იტალიის ეკონომიკის სტაბილიზაციის პროგრამა. ამ პროგრამაში შედიოდა პენსიისთვის განსაზღვრული ასაკის გაზრდა, საწვავზე ფასების მომატება და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების ნაწილის გაყიდვა.

პარასკევს ეს ღონისძიებები იტალიის სენატმა დაამტკიცა, დღეს კი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ, რის შემდეგაც ბერლუსკონიმ პირობა შეასრულა და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100