სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის მორიგ სარაკეტო თავდასხმას ორსული ქალი ემსხვერპლა - "არასდროს ვაპატიებთ. შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“

დნიპ­რო­ზე ოკუ­პან­ტე­ბის მო­რი­გი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ორ­სუ­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მომ­ხდარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი და გარ­და­უ­ვა­ლი. "ყო­ველ­დღე ვებ­რძვით ტე­რო­რის­ტებს. ვინც კლავს მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, ბომ­ბავს ქა­ლა­ქებს, ანად­გუ­რებს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს და ბედს. დღეს მო­რი­გი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და. შე­დე­გად დნიპ­რო­ში ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ორ­სუ­ლი. სამი და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არას­დროს ვა­პა­ტი­ებთ. შუ­რის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი და გარ­და­უ­ვა­ლი“, - აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი. ცნო­ბი­სათ­ვის, გუ­შინ ღა­მით რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა დნიპ­რო­ზე იე­რი­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჭურ­ვის ფრაგ­მენ­ტე­ბი ად­გი­ლობ­რივ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე ჩა­მო­ვარ­და და ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. და­ი­ღუ­პა მი­ნი­მუმ 2 ადა­მი­ა­ნი, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Dnepr news- ის ცნო­ბით, და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან ახალ­გაზ­რდა ორ­სუ­ლი ქალი და ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამის შე­სა­ხებ დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვა­ლენ­ტინ რეზ­ნი­ჩენ­კომ გა­ნა­ცხა­და, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი - ორი ქალი და ორი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მედ ფას­დე­ბა. ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ამა­ვე გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, დნიპ­რო­ზე თავ­დას­ხმის გარ­და, მტერ­მა წუ­ხელ ნი­კო­პო­ლის რა­ი­ონ­საც და­არ­ტყა, თუმ­ცა იქ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100