ZEG - Tbilisi Storytelling Festival
Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-იმ საფუძველი ჩაუყარა „სთორითელინგის“ პირველ საერთაშორისო ფესტივალს რეგიონში, რომელსაც თბილისი 2019 წლის 20-22 ივნისს უმასპინძლებს.
ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც გაგვიზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.
სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner&Bro's Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა "მასტერკლასის" დამფუძნებელი - აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი - ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები.
ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ „სთორითელინგის" როგორც ტრადიციულ, ისე ინვოვაციურ მეთოდებს და მიიღეონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფები სპეციალურად ჟურნალისტებისთვის.
ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: http://tbilisistorytelling.com
ბილეთები: http://tbilisistorytelling.com/tickets/
ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის მთავარი პარტნიორი: თიბისი სტატუსი
კომენტარი