"ამ ჭიქით იმ კაცის ხსოვნისა იყოს ... " - ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიცონერთა ნაწილის პარლამენტში შესაძლო შესვლაზე
"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიცონერთა ნაწილის პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:
"ამ ჭიქით იმ კაცის ხსოვნისა იყოს არჩევნების მერე სახლში ამაყად რომ შეაბიჯებს, ცოლს იპოთეკის გასტუმრებულ ქვითარს ჩაუჯიბავს, შვილებს პარლამენტის მანდატს რომ ჩამოუკიდებს კედელზე, ბიძინას გულში მადლობას რომ გადაუხდის გარაჟის "იამაში" დამალული ასმანეთიანებითვის და ქვეყნის 70%-ისგან საკუთარი დედის ხსენებას ყურადღებას რომ არ მიაქცევს" - წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს ალეკო ელისაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გიგა ბოკერია და გიგი უგულავა საბოტაჟს ეწევიან, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ. გარდა ამისა, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.
ამის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ელისაშვილი პარლამენტში შესვლის საბაბს ეძებს.
კომენტარი