“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა
Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით
ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში
2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით,
Georgia Capital-მა 30 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების კომერციული უძრავი ქონებების პორტფელი გაყიდა.
უფრო კონკრეტულად, ტრანზაქციის დასაწყისიდან მის დასრულებამდე,
Galt & Taggart-მა Georgia Capital-ს შერწყმა-შეძენასთან (M&A) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება გაუწია, რაც გულისხმობდა მხარდაჭერას აქტივების შეფასების, ინვესტორთა
ბაზის იდენტიფიცირების და აქტივების მეშვეობით
პოტენციურად ბიზნესის/კომერციული საქმიანობის განხორციელების გეგმის შექმნასა და ჩამოყალიბების
პროცესებში. ასევე, მხარდაჭერას მარკეტინგული დოკუმენტაციის მომზადებაში, შერჩეულ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმართვასა
და ტრანზაქციების დახურვაში. აღნიშნული ერთ-ერთი უმსხვილესი M&A ტრანზაქციაა ადგილობრივ ბაზარზე.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით წარმატებით განხორციელდა
მსგავსი მასშტაბის M&A გარიგება. როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოელ ინვესტორთათვის,
აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Galt & Taggart-ის სანდოობას ფინანსური კონსულტაციების
კუთხით. ვფიქრობთ, ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში M&A მიმართულებით საკონსულტაციო
მომსახურების განვითარებას. Galt & Taggart-ი აგრძელებს მომხმარებლისთვის ახალი
შესაძლებლობების შექმნას, იქნება ეს ინვესტიციებისა და აქტივების მართვის, ფინანსური კონსულტაციების,
საბროკერო და კვლევითი მიმართულებებით თუ სხვა“, - აცხადებს Galt & Taggart-ის მმართველი
დირექტორი, ოთარ შარიქაძე.
კომენტარი