სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლევან ბერძენიშვილმა საკუთარი ძმა, შეყვარებული და თანამოაზრეები ჩაუშვა „კგბ–ში“

„დრონი.ჯი“-მ სპეციალურად თქვენთვის მოაგროვა ის „მარგალიტები“, რომლებსაც ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციონერები აბნევდნენ. „მექრთამე“, „აგენტი“, „ილიას მაგინებელი“, „ჩამშვები“, - აი იმ ფრაზების ნაწილი, რომლითაც ოპოზიციონერები ბერძენიშვილს ლანძღავდნენ. თუ რატომ, ამას ჩვენს რუბრიკაში შეიტყობთ...
ავთანდილ მარგიანი: ლევან ბერძენიშვილი ილია ჭავჭავძის მლანძღავი და მაგინებელია.
დილარ ივარდავა, პოეტი: ლევან ბერძენიშვილს, აკაკის, გალაქტიონის ტომებს ვესროდი, იქნებ მათგან რომელიმე მოეწონოს და წაიკითხოს.
ელიზბარ ჯაველიძე: ლევან ბერძენიშვილი არის ჯორჯ სიროსის შვილობილი. ლევან ბერძენიშვილს დავალებული აქვს ქართული კულტურის, მეცნიერების დანგრევა და განადგურება და როგორც ვხედავთ, გარკვეული ძალების დახმარებით, წარმატებით ანხორციელებს.
გიგა ლირთქიფანიძე; ლევან ბერძენიშვილი ანტიეროვნული პოლიტიკოსია. შეურაცხყოფილი ვარ იმ სიტყვებით, რაც ილია ჭავჭავაძეს აკადრა, რაც მის შემოქმედებას აკადრა, რაღა უნდა ასეთ კაცს პარლამენტში, რა სიკეთე უნდა მოუტანოს ქართულ ხელოვნებს, მეცნიერებასა და მწერლობას? არც არაფერი! თუ დაუშავებს და ავნებს, თორემ სიკეთეს მაგისგან არავინ ელის.
რეზო მიშველაძე: ჩვენმა „დიდმა იტელექტუალმა“ პოლიტიკოსმა, ლევან ბერძენიშვილმა შეურაცხყო ილია ჭავჭავაძე. აბა, ბერძენიშვილის ლიტერატურულ გემოვნებასთან და „უსაზღვრო თვალსაწიერთან“ ილიას შემოქმედება რას მოვა? ბერძენიშვილმა დიდი ილიას შეურაცხყოფით, არა მარტო მას და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს გვესროლა ლაფი, არამედ, მართლმორწმუნე საქართველოს, მორწმუნე, მართლმადიდებელ ქართველებს – ილია ჭავჭავაძე წმინდანია, ილია მართლის კრიტიკის უფლება კი ბერძენიშვილს ნამდვილად არა აქვს.
ავთანდილ მარგიანი: რა წაუკითხავს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე უკეთესი ლევან ბერძენიშვილს, რა წაგვჭამა თავი თავისი განათლებულობითა და ერუდიტობით? წმინდანის შეურაცყოფა როგორ შეილება კაცო?
ნინო ბურჯანაძე: ლევან ბერძენიშვილი ეჭვმიტანილია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და მე მასთან მოსალაპარაკებელი არაფერი მაქვს.
ნოდარ ნათაძე: ლევან ბერძენიშვილი არის რუსეთის აგენტი და იმ დროიდან თანამშრომლობს :კგბ“–სთან, როცა დისიდენტობისთვის დაიჭირეს. ბერძენიშვილმა „ჩაუშვა“ თავისი ძმა, თანამშრომლები და საკუთარი შეყვარებულიც არ დაინდო, ისიც „ჩაუშვა“. ბერძენიშვილის დაკითხვის ოქმი „კგბ–ში“ გამოქვეყნდა და ყველამ იცის, ვინაა ეს კაცი. ციხეში თუ იჯდა, ეს არ ნიშნავს, რომ არ თანამშრომლობდა უშიშროებასთან.
ჯონდი ბაღათურია: ლევან ბერძენიშვილს ძალიან გრძელი ენა აქვს, პირში არ ეტევა და ამიტომ ლაპარაკობს ამდენ სისულელეს.
რეზი ამაშუკელი: ლევან ბერძენიშვილი არის ქართველი ერის და საქართველოს ერთ–ერთი მტერი, მისი მიზანია ქართული კულტურის, მწერლობის განადგურება და იმ, ბოდიში მომითხოვია „პედერასტების“ ლობირება და პატრონობა, რომლებიც ენით უთქმელ სიბინძურეს წერენ და აქვეყნებენ, და საკუთარ დედასთან სექსი რომ აქვთ და საკუთარ და–ძმებთან...
ერთ–ერთი ასეთი ავტორის, ზაზა ბურჭულაძის შესახებ თქვა ამ ბერძენიშვილმა – ნიჭიერი მწერალია, ამის ფასი არ იციან საქართველოშიო. ვაი, მაგის პატრონს, უბედურს! ილია ჭავჭავაძე მიწასთან გაასწორა და იმ კაცზე, დედამისთან ლიტერატურული სექსით სახელი რომ გაითქვა მზე და მთვარე ამოსდის.
ელიზბარ ჯაველიძე: მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, რომ ლევან ბერძენიშვილმა საკუთარი ძმა, შეყვარებული და თანამოაზრეები ჩაუშვა „კგბ–ში“. ამ ოპოზიციისა, გამკვირვებია კაცო, თუ ასეა ნამდვილად, რა უნდა ოპოზიციაში ასეთ კაცს, თუ ტყუილია, გამოარკვიონ და გვითხრან, რა არის სიმართლე.
ნოდარ გრიგალაშვილი: პარლამენტში როცა სიტყვით გამოვედი და ლევან ბერძენიშვილმა დამინახა, ხელში ქაღალდები მეჭირა, ჩემსკენ გამოიქცა, რომ პროვოკაციულად სიტყვა შეეწყვეტინებინა და თან გინება დამიწყო. მას ეგონა, რომ ეს ის დოკუმენტი იყო, რომლებიც მის „კგბ“–სთან თანამშრომლობს ადასტურებს. არადა სულ სხვა დოკუმენტები მეჭირა ხელში.
შალვა ნათელაშვილი: ლევან ბერძენიშვილმა ჯერ, სოროსის ფულები ქაფა, ახლა პარლამენტშია, არც იქ მოიკლებს, ეგ კაცი არის მოგზავნილი, რომ ქართული განათლების სისტემა, რომელიც ისედაც დანგრეულია საბოლოოდ დააქციოს და სხვა სფეროებსაც გადასწვდეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი: ლევან ბერძენიშვილს დავალებული აქვს ქართული განათლების სისტემის მოსპობა. ჯერჯერობით ჩინებულად აკეთებს ამ საქმეს.
კახა კუკავა: ლევან და დათო ბერძენიშვილები, უსუფაშვილი არიან უპირობო ადამიანები. „რესპუბლიკელები“ მუდამ ერთს გპირდებიან და მეორეს აკეთებენ. ეს მათი სტილია. მათთან შეუძლებელია პოლიტიკური პარტნიორობა.
ფიქრია ჩიხრაძე: ლევან ბერძენიშვილს ვურჩევ თავი დაანებოს ილია ჭავჭავაძის კრიტიკას, და განათლების სისტემის დეფორმირებას.
ლევან ღვინჯილია; ილიას არაფერი დააკლდება ბერძენიშვილის ლანძღვით, აი, ბერძენიშვილი კი ძალიან ბევრს დაკარგავს.
ზვიად ძიძიგური: ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იყო პუტჩისტების ერთ–ერთი იდეოლოგი, იარაღით არა, მაგრამ რითაც შეეძლო, ებრძოდა ზვიად გამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლების დამხობაში დიდი წილიც დაიდო.
ბესარიონ გუგუშვილი: ცხადია, ბერძენიშვილიც და მისი ძმაც, „კგბ’“–ს დაკვეთით მოქმედებდნენ, მის დავალებას ასრულბდნენ.
ვალტერ შურღაია: ლევან ბერძენიშვილი უნიკალური მოვლენაა, მან ჯერ „კგბ“–ს დავალებით აქტიურად იბრძოლა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და ახლა, პროდავლურ–პრომერიკულ მანტიაში გახვეულ ლიბერალიზმს ქადაგებს.
ჯანსულ ჩარკვიანი: სად ილია და სად – ლევან ბერძენიშვილი? ეს რა სისულელეებს ლაპარაკობს? „ბიბლია“ დედანში მაქვს წაკითხულიო, ტრაბახობს, და შე კაი დედმამიშვილო „ბიბლიაში“ ის არ დაუწერია, რომ წმინდანებს არ უნდა შეეხო და არ უნდა შეურაცხყო? თუ უგ ადგილი გამორჩა?
ნოდარ ნათაძე: მე არ ვიცი ზუსტი თანხა მაგრამ ამბობენ, სოლიდური თანხა გადაიხადა დავით უსუფაშვილმა, რომ, „რესპუბლიკურ პარტიას“ თავმჯდომარე გამხდარიყო. ვის გადაუხადეს? ლევან ბერძენიშვილი და ძმასთან–პირიქით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100