რას წერს კალაძე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის 2 წლის იუბილეზე?
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ საკუთარ პირად ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
„2 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც ჩვენ - საქართველოს მოსახლეობამ შევძელით არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეგვეცვალა არასასურველი ხელისუფლება.
ეს იყო დიდი გამარჯვება - ჩვენ ახალი ფურცლიდან დავიწყეთ ქვეყნის პოლიტიკური რეალობის წერა და ეს უდიდესი მიღწევაა საქართველოს მომავალი განვითარებისთვის.
მე პატივი მერგო თქვენს მხარდამხარ, თქვენთან ერთად გამეტარებინა წინასაარჩევნო პერიოდი. მიუხედავად მძიმე დღეებისა, მიუხედავად უკიდურესი დაძაბულობისა, ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი დღეები - ჩვენ ვქმნიდით ახალ რეალობას და ჩვენ გვქონდა ოცნება.
დღეს ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს აწმყო შექმნა და იმათ, ვინც მაშინ თავისი პოლიტიკური ინტერესის გამო გვიპირისპირდებოდა მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ - ერთად ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას, ერთად ვიმუშაოთ ერთობლივი მომავლისვის, ერთად ავაშენოთ საქართველო!“ - წერს კალაძე
კომენტარი