უსუფაშვილის დაცვამ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა
უსუფაშვილის დაცვამ ტელეკომპანია კავკასიის ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ინფორმაციასა და ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ტელეკომპანია კავკასია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
“ინცინდენტი მოხდა დღეს ვაკის პარკში დაცვის წევრსა და ტლეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტს შორის. მაშინ, როდესაც ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტი თამარ ტოგონიძე სხვა ჟურნალისტებთან ერთად პრემიერ-მინისტრის ჩაწერას ცდილობდა, სავარაუდოდ უსუფაშვილის დაცვის წევრმა, მას ამის საშუალება არ მისცა, ჟურნალისტის საკმაოდ უხეში მოგერიების შედეგად, თაკო ტოგონიძეს ტუჩი დაუზიანდა.” - ნათქვამია ტელეკომპანია კავკასიის განცხადებაში.
(წყარო: http://www.kavkasiatv.ge/ge/portal/news/998/ )
კომენტარი