სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძარი ქუთაისში - ცეცხლის ჩასაქრობად 8 სახანძრო, 2 სამაშველო მანქანა, 1 ავტო კიბე და 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე 2 სართულიანი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და სხვენის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 8 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანა, 1 ავტო კიბე და ცოცხალი ძალა 25 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100