სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

გუგენჰაიმერის მეირ თანამდებობის დატოვებას Microsoft-ის სამომავლო გეგმას, გამოუშვას საკუთარი პლანშეტი, უკავშირებენ.
Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა სტივ გუგენჰაიმერმა თანამდებობა დატოვა, იუწყება The Wall Street Journal. მის ადგილს ნიკ პარკერი დაიკავებს, რომელიც მანამდე მარკეტინგის დეპრტამენტში მუშაობდა.
Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენელმა, ფრენკ შოუმ, განაცხადა, რომ გუგენჰაიმერი 1 ივლისს შვებულებაში გავიდა, კომპანიაში კი სხვა თანამდებობაზე დაბრუნდება, კერძოდ რომელზე, არ დაუკონკრეტებია. შოუმ ასევე აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა დიდი ხნის წინ დაიგეგმა.
ექსპერტები გუგენჰაიმერის გადადგომას Microsoft-ის გეგმას, აწარმოოს საკუთარი კომპიუტერი, უკავშირებენ. დაახლოებით ორი კვირის წინ, კომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ წლის ბოლოს პლანშეტ Surface-ს გამოუშვებს.
როგორც The Wall Street Journal წერს, კომპანიის ამ გეგმამ აიძულა გუგენჰაიმერი დაეთმო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოზიცია. „წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა, თქვენი საკუთარი კომპანია თქვენს კლიენტებს უწევს კონკურენციას“ - ნათქვამია სტატიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100