სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარაკ ობამა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შეხვდა

ბარაკ ობამა თეთრ სახლში ჰოლივუდის სუპერვარსკვლავებს ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შეხვდა. ჩიკაგოში წასვლამდე, ობამა ოვალურ კაბინეტში რამდენიმე ადამიანს შეხვდა, მათ შორის, ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის.

თეთრი სახლი შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა, მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ანჯელინა ჯოლისთან შეხვედრისას განიხილა მისი ჰუმანიტარულ საქმიანობა. როგორც ცნობილია, ანჯელინა თავისი კინომოღვაწეობის პარალელურად, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს სახიფათო რეგიონებში სტუმრობითაცაა დაკავებული. მას სურს თავი წარმოაჩინოს ქალისა და ბავშვების უფლებების დამცველად მთელ მსოფლიოში.

ვარსკვლავების ვაშინგტონში ჩასვლის მიზეზი გახდა დედაქალაქში, ხოლოკოსტკას მუზეუმში ბოსნიის ომზე ფილმის IN THE LAND OF BLOOD AND HONEY-ის პრემიერა. ეს ჯოლის სარეჟისორო დებიუტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100