ახალ ზელანდიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა
ახალ ზელანდიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ქრაისჩერჩში ხუთბალიანი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.
მოგვიანებით მიწისძვრა ისევ განმეორდა. ამჯერად ბიძგების მაგნიტუდამ 6,3 შეადგინა.
სტიქიის ეპიცენტრი მიწისქვეშ 9 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, დაშავებულია 6 ადამიანი. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი სისტემა.
ქრაისჩერჩი ძლიერმა მიწისძვრამ რამდენიმე თვის წინაც დააზარალა. თითქმის 7-ბალიანი მაგნიტუდის დამანგრეველ სტიქიას მაშინ 200 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარი