სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენი ლარით ძვირდება კავკასუს ონლაინის ინტერნეტ მომსახურება?

"კავკასუს ონლაინი" პირველი მარტიდან ინტერნეტ მომსახურებას გააძვირებს. მომსახურების გაძვირებასთან ერთად გაიზრდება ინტერნეტის სიჩქარეც.

"კავკასუს ონლაინის" მინიმალური პაკეტის ღირებულება, რომლის სიჩქარეც 5 მბ–ით იწყებოდა და 20 ლარი ღირდა, პირველი მარტიდან სიჩქარე გაორმაგდება და 10 მბ ინტერნეტის ფასი - ახალ პაკეტში 25 ლარი იქნება. რაც შეეხება დანარჩენი პაკეტების ფასებს, კომპანიის ინფორმაციით, 30 მბ - 35 ლარი, 50 მბ - 45 ლარი, 100 მბ - 100 ლარი ეღირება.

ცალკე შეიქმნა სპეციალური ტარიფი რეგიონებისათვის 5 მბ - 20 ლარად, რომლითაც მომხმარებლები რუსთავსა და ფოთში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც ისარგებლებენ. თბილისში მომხმარებელი თვითონ აირჩევს რომელი ახალი პაკეტით ისარგებლებს 1 მარტიდან, ხოლო თუ მითითებულ პერიოდამდე, მომხმარებელმა ეს არჩევანი არ გააკეთა, ავტომატურად ჩაერთვება არსებული პაკეტით გათვალისწინებული სიჩქარის შესაბამისი ახალი პაკეტი გაზრდილი სიჩქარით.
პაკეტის ცვლილების შესახებ ინფორმაციას ყველა მომხმარებელი ინდივიდუალურად, სმს შეტყობინების სახით მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100