ნაწამებმა პატიმრებმა თვითმკვლელობა სცადეს
სასჯელაღსრულების მინისტრი, გიორგი ტუღუში, ყველა მედიასაშუალებას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოს ციხეებში გადაღებული პატიმართა წამებისა და მათზე სექსუალურო ძალადობის ფაქტების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისგან.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ვიდეოკადრებში მოხვედრილმა ორმა ნაწამებმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.
მინისტრი აღნიშნავს, რომ მსგავსი კადრების გავრცელება არსებულ ვითარებას უფრო მეტად ართულებს და უარყოფითად აისახება როგორც პატიმრებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზეც.
კომენტარი